მომღერალმა მებო ნუცუბიძემ რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა
ფოტო: Mebo Nutsubidz
ცოტა ხნის წინ მომღერალმა მებო ნუცუბიძემ საკუთარი ფეისბუქგვერდზე მიმოწერა გაავრცელა, რომელშიც მას რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობას სთავაზობენ. მებოს შეტყობინების ავტორი ტელეარხ Россия 1-ის გადაცემაში, სახელად Ну-ка, все вместе იწვევს.
"ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში", — წერს მებო ნუცუბიძე.
"გამარჯობა. მე ზოია შპაკოვსკაია მქვია. ტელეარხ Россия 1-ზე მუსიკალური შოუ Ну-ка, все вместе-ის კასტინგ-მენეჯერი ვარ. გვინდა, ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება შემოგთავაზოთ. იქნებ, უფრო დეტალურად განვიხილოთ?" — ვკითხულობთ რუსულ ენაზე დაწერილ მესიჯში.
მებომ გადაწყვიტა, შოუს ორგანიზატორებისთვის ამჯერად წერილობით ეპასუხა. მან შოუს წარმომადგენელს მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი დეტალურად ინგლისურ ენაზე აუხსნა.
ფოტო: Mebo Nutsubidze / Facebook
ფოტო: Mebo Nutsubidze / Facebook
"გამარჯობა საქართველოდან. თუ არ იცით, გაცნობებთ, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ ქვეყანაში გამოსვლა და სიმღერა, რომელსაც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოუკლავს და მათ დღესაც კლავს ან აპატიმრებს. დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული", — ვკითხულობთ მებოს პასუხში.
მებომ ისიც აღნიშნა, რომ შოუს რამდენიმე ეპიზოდს უყურა. მისი თქმით, გადაცემაში ქართველების შესახებ უამრავი სტერეოტიპია, რაც მისთვის ასევე მიუღებელია.
"მე ჩემი ისტორიითა და კულტურით ამაყი ქართველი ვარ და არ მინდა, იმ გადაცემის ნაწილი ვიყო, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და მემკვიდრეობას ამცირებს. მადლობა და ნახვამდის ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებამდე", — ვკითხულობთ მიმოწერაში.
მებო ნუცუბიძის თქმით, წესით, მის უარყოფით პასუხს თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვნენ და ასეთი შემოთავაზება არც უნდა მიეღო.
"რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტტრავმული შედეგებით? ან იმ ხალხთან რა მესაქმება, ამ ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს და რაღაც აბსურდებს გაიძახის?
ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?" — წერს მებო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები