კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის სასამართლო რეფორმას ითხოვს
ფოტო: კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ხელისუფლებას სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდებს და შესაბამის განცხადებასაც ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაქარწყლდა ის კითხვები, რაც საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არსებობდა, რამაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი. კოალიციას მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ის სისტემური პრობლემები რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, რეალურად დაისახოს მიზნად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სასამართლოს ძირეული რეფორმა დაიწყოს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად სამართლიანობის აღდგენა, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გამოაცხადა.
ამ მიზნით დაანონსდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება, თუმცა რეფორმების განხორციელების პროცესმა ცხადყო, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა მტკიცე პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემაში რეალური და თანმიმდევრული ცვლილებების გასატარებლად. ნათელია, რომ პოლიტიკურმა სისტემამ სრულად არ თქვა უარი მის ხელთ არსებულ ბერკეტებზე. უფრო მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტში ჩაიდო ცვლილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი უბრალო უმრავლესობით არჩევის წესმა ჩაანაცვლა, რითაც ფაქტობრივად გამოირიცხა საპარლამეტო უმცირესობის მონაწილეობა საბჭოს დაკომპლექტებაში. შედეგად, სასამართლო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა:
- არსებობს დასაბუთებული ეჭვები პოლიტიკური გავლენების არსებობაზე ზოგიერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი, როგორც სისხლის სამართლის, ისე სხვა საქმეებზე, მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სხდომების საჯაროობის მიმართულებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით კვლავ არსებობს გამოწვევები, რაც განსაკუთრებით მჟღავნდება პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებში (მაგ. ე.წ. „კაბელების საქმე”, „რუსთავი 2”-ის საქმე) მართლმსაჯულების განხორციელებისას.
- მოსამართლეთა კორპუსში განსხვავებული აზრის დეფიციტია და სისტემაში ქრონიზმი გაძლიერებულია. სასამართლო რეფორმის „პირველი ტალღის” განხორცილების შემდგომ პერიოდში პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება თანდათანობით მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ დომინანტურ და გავლენიან ჯგუფებთან, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. პარალელურად თანდათანობით გაქრა დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და საბოლოოდ, თითქმის ყველა საკითხზე მათი აზრების თანხვედრაში და დასაბუთებული არგუმენტების გარეშე, გადაწყვეტილებების წინასწარი შეთანხმებით მიღებაში გადაიზარდა. მოსამართლეთა დომინანტი ჯგუფისა და ხელისუფლების ასეთმა ურთიერთობამ ხელი შეუწყო მოსამართლეთა შორის ქრონიზმის გაძლიერებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას (ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, კრიტიკული განცხადებების გაკეთებიდან უმოკლეს ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება), რამაც სასამართლო სისტემა შიდა დამოუკიდებლობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მყიფე საფუძვლის შექმნას ხელი შეუწყო სამოსამართლო ვადის მასობრივად ამოწურვამაც მოსამართლეებში, რამაც განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა მოქმედი მოსამართლეების დიდი ჯგუფი.
- არ არსებობს პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის განხორციელებისთვის, რაც მოსამართლეთა დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლოს რეფორმის სამი „ტალღა” განხორციელდა, რეალურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოსამართლეების დამოუკიდებლობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში. რეფორმების პროცესში ხელისუფლებამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე უარის თქმისათვის, მიუხედავად ვენეციის კომისიის და ადგილობრივი ექსპერტების კრიტიკული შეფასებისა. ასევე, სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღა”, რომელიც საეჭვოდ და უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, ვერ უზრუნველყოფს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც უკვე წლებია არსებობს. შედეგად, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე წარიმართა ათეულობით მოსამართლის შერჩევა/ დანიშვნა, გაუმჭვირვალედ და შესაძლო ზემოქმედების მექანიზმად ხდებოდა დისციპლინური სამართალწარმოების გამოყენება. დღემდე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხორციელდება სასამართლოს თავჯდომარეების დანიშვნა და მათ შეუნარჩუნდათ მოსამართლეებზე ზეგავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები, ასევე, გაჭიანურდა და უსაფუძვლოდ რამდენჯერმე გადავადდა საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის ამოქმედება და სხვ.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ფუნქციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოქმედი კანონმდებლობით, პასუხისმგებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. საბჭოს საქმიანობაზე მონიტორინგი უკვე წლებია მიუთითებს, რომ საბჭოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება დაუსაბუთებლად, წინასწარი შეთანხმებით და გაუმჭვირვალედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებას გასცეს პასუხი მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ გაჩენილ კითხვებზე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა. კოალიცია ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
- აღიაროს სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური პრობლემების არსებობა, გააანალიზოს მათი გამომწვევი მიზეზები და სასამართლო სისტემის რეფორმის გრძელვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა განაგრძოს სწორედ ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.
- დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა და განახორციელოს ცვლილებები, რომელთა საჭიროება უკვე წლებია აღიარებულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, საქმის განაწილების შუალედური წესის შემოღება, რაც საქმის ელექტრონული განაწილების წესის სრულად ამოქმედებამდე შეზღუდავს სასამართლოების თავმჯდომარეების განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას; სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის კრიტერიუმებისა და წესის დადგენა; მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ქულათა სისტემაზე სრულად გადასვლა და ფარული კენჭისყრის გაუქმება; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და დასაბუთებულობის პრინციპების შესაბამისად და სხვა. აღნიშნულით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში, ამაღლდება საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და გაიზრდება საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.
კოალიციის განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ დეტალურ კვლევასა და სასამართლო სისტემის მდგომარეობის ანალიზს, რაც, მათი თქმით, შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო სისტემის რეფორმას.
კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, კონკრეტული წინადადებების შეთავაზებით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემაში ქმედით და სისტემურ რეფორმაზე მუშაობის პროცესში.
კოალიციის წევრები:
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- მრავალეროვანი საქართველო
- საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
- ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
- ლიბერალი
- კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- კავშირი "21-ე საუკუნე"
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- თავისუფლების ინსტიტუტი
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო
- საქართველოს გაეროს ასოციაცია
- ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- ამერიკის სავაჭრო პალატა
- ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- თბილისის მედია კლუბი
- ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
- იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
- სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
- საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
- ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
- საქართველოს ევროპული არჩევანი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
- ადამიანის უფლებათა ქსელი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- კავშირი "საფარი"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები