"ოცნება" წინასაარჩევნო რეკლამაში სიძულვილის ენას არეგულირებს — რა ხდება
ფოტო: ლიზა ახალაძე / On.ge
ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული სისხლიანი ბანერებით დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ და "დავამთავროთ მიშა" ლოზუნგით გავრცელებული ვიდეოს პარალელურად, ქართული ოცნება რეკლამაში სიძულვილის ენის რეგულირებას იწყებს. ინიციატორი ალმაა — ის კომპანია, რომელმაც ვაქცინაციის წამახალისებელი რეკლამა სისხლიანი ბანერებით გადაფარა, მოგვიანებით კი, ოპოზიციურ პარტიას სატირული ბილბორდის განთავსებაზე უარი უთხრა.
კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში დარეგულირდება სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და მასში აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოლიტიკური სარეკლამო ბანერების, ასევე, სატელევიზიო რეკლამის განთავსება.
ცვლილებათა პაკეტი ორ კანონს ეხება — საარჩევნო კოდექსს და მაუწყებლობის შესახებ კანონს. განმარტებით ბარათს თუ დავეყრდნობით, კანონპროექტის მიზანია საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებით წარმოების შესაძლებლობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაციის შემცირება.
"საარჩევნო სუბიექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა, ზოგადად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ პროცესებში. ამ საკითხის სათანადოდ მოუწესრიგებლობა იწვევს, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს შორის მწვავე და არაჯანსაღ დაპირისპირებას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების პოლარიზაციასა და მასში აგრესიის გაღვივებას", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მიიღებს, აიკრძალება ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
ამასთან, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მათი დაკვეთით საჯარო სივრცეში გავრცელებული სააგიტაციო მასალა სხვა პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას არ უნდა შეიცავდეს.
რეგულაციები ეხება როგორც ტელევიზიებისა და რადიოების, ასევე, სტენდების, ფასადებს, სხვა უძრავ/მოძრავი კონსტრუქციებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით გავრცელებულ რეკლამას. სტენდებზე, ბილბორდებზე და ა.შ. ამ ტიპის რეკლამის განთავსებაზე ჯარიმა 2 000 ლარია. ხოლო თუ დაჯარიმებული ამის შემდეგ სააგიტაციო მასალას არ ჩამოხსნის, ის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე 4 000 ლარით დაჯარიმდება მანამ, სანამ სააგიტაციო მასალას არ ჩამოხსნის.
კანონპროექტის მიხედვით, ამ მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც სააგიტაციო მასალის გამავრცელებელს, ასევე, გავრცელების დამკვეთსა და რიგ შემთხვევებში, სააგიტაციო მასალის განთავსების ობიექტის მესაკუთრესაც. დოკუმენტში ვკითხულობთ იმასაც, რომ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად საზოგადოებისა და შესაბამისი პირებისთვის მიყენებული ზიანის სახე და ხარისხი.
დოკუმენტის თანახმად, გარე რეკლამის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები, ხოლო მაუწყებლების — კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ინიციატივის ავტორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდნენ და ამას მოახლოებული მეორე ტურით ასაბუთებდნენ. თუმცა ამას ბიუროს სხდომაზე ოპოზიციისგან კრიტიკა მოჰყვა და საბოლოოდ, კანონპროექტს პარლამენტში ჩვეულ რეჟიმში განიხილავენ.
მანამდე კი, პარტია, რომელსაც ამ კანონპროექტის ავტორები წარმოადგენენ, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გამოყენებულია ის კადრები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ტროლ-გვერდები იყენებდნენ. ქართულმა ოცნებამ ამ კლიპს "დავასრულოთ ნაცები" დაარქვა და და #ნაცობასირხვილია დააჰეშთეგა. დაახლოებით ერთ საათში, რეკლამაში სიძულვილის რეგულირების ინიციატორი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა სპეციალურ მიმართვაში ხალხა არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, რათა ერთად დაამარცხონ "ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე", რასაც, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა განასახიერებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები