პროექტის TECHGIRLS GEORGIA პირველი ეტაპი დასრულდა
ფოტო: ილიაუნი
19 ოქტომბერს პროექტის TechGirls Georgia მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, პირველი ეტაპი დასრულდა.
"პროექტი განხორციელდა გერმანიაში ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, GIZ-ის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ილიაუნის სამრეწველო და ინოვაციების ლაბორატორიის, ფაბლაბის ბაზაზე. ამ პროექტის განმავლობაში 15-მა თბილისელმა და 10-მა ახმეტელმა გოგომ შეისწავლა პროგრამირების საწყისები, მიკროელექტრონიკის საფუძვლები კალიოპემინის გამოყენებით, იმუშავეს დრონებთან და შექმნეს ტექნოლოგიური კლუბები. მათ ასევე იმუშავეს ტექნოლოგიებში წარმატებულ მენტორ ქალებთან ტექნოლოგიების შესახებ მეტი ცოდნის მისაღებად. ამ ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხელს უწყობს გოგოებში ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში თანამშრომლობა", — აცხადებს ნანა დიხამინჯია, ილიაუნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი.
"ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამისთვის, რადგან, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ გერმანიაში ქართული დიასპორის ჩართულობას საქართველოში ქვეყნის განვითარების პროცესში და, მეორე მხრივ, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების გაძლიერებას. გარდა ამისა, სამიზნე ჯგუფები გახლდნენ ახალგაზრდა ქალბატონები, მოსწავლე გოგოები, რომლებსაც გვინდა ამ პროექტით მოტივაცია გავუჩინოთ მომავალში სასწავლებლად აირჩიონ IT და ტექნიკური მეცნიერებები და ამით ჰქონდეთ სამუშაო ბაზარზე უკეთესი დასაქმების შესაძლებლობები", — ამბობს ირმა წერეთელი, (CIM/GIZ) პროგრამა: მიგრაცია და დიასპორა კოორდინატორი საქართველოში.
პროექტის მიზანი იყო, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, ამ სფეროში არსებული სტერეოტიპების დაძლევა და გოგოების ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში შეირჩა 25 მოსწავლე გოგო (VIII-XI კლასები), რომლებიც პროფესიის არჩევის ეტაპზე იმყოფებოდნენ. პროექტი, რომელიც გრძელდებოდა ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მოიცავდა როგორც სასწავლო სესიებს, ისე მენტორინგის პროგრამას. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში გოგოები შეხვდნენ ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებულ ადამიანებს და გაეცნენ ციფრული ტექნოლოგიების სფეროს მრავალმხრივ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ივლისსა და აგვისტოში ჩატარებული ერთკვირიანი ბანაკების მონაწილეებმა შეისწავლეს მიკროელექტრონიკის კომპონენტები და პროგრამირების საფუძვლები Calliope mini-ის საშუალებით.
პროექტის შედეგად დაარსდა ტექგოგოების კლუბები თბილისსა და ახმეტაში, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა ტექნოლოგიების მიმართულებით და თანატოლებს პროექტით მიღებული ცოდნა გაუზიარონ.
"უპირველესად რაც მინდა გამოვყო: პროექტის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგებია: დავაარსეთ ტექგოგოების კლუბი, რომლის ფარგლებშიც გოგოები შეძლებენ იმ ტექნიკის გამოყენებას, რაც პროექტის განმავლობაში შეისწავლეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ბოლოს ჩავატარეთ გამოკითხვა და მონაწილე გოგოების 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესდა ამ სფეროთი და ტექნოლოგიების მიმართულებით აპირებს განაგრძოს სწავლა", — აღნიშნავს ნინო ჯანაშია, პროექტის TechGirls Georgia მენეჯერი; გერმანიაში ქართული სათვისტომოს წევრი.
"ამ პროექტმა კიდევ უფრო გამიღვიძა ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და დამეხმარა მომავალი კარიერის არჩევაში. პროექტის დროს ბევრ საინტერესო ადამიანს გავეცანი და კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებისთვის გამეღო კარი", — ლიკა ჩიტიშვილი, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ პროექტში მონაწილეობა, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. ეს ყველაფერი დიდ შესაძლებლობას მომცემს, რომ სამომავლოდ ჩემი ცოდნა უფრო მეტ რამეში გამოვიყენო", — ამბობს ნუცა მირცხულავა, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები