გზა თეგეტამდე — გზა წარმატებისკენ
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ოცნებობდა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა — სუნამოების. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩააბარა და ოცნების ასრულებამდე კაპიტალის დასაგროვებლად არაერთი სამსახური გამოიცვალა. მერე პანდემია დაიწყო და ელენეც სხვებივით სახლში გამოიკეტა. მეგობარმა თეგეტა აკადემიაში რეზიუმეს გაგზავნა შესთავაზა. ორივემ ერთმანეთის ხათრით ძალები მოსინჯა, თუმცა მანქანები რატომ აირჩიეს, არ იცოდნენ. ასე მივიდა აკადემიის კარამდე ელენე მაზმიშვილი — იქიდან კი ავტოსამყაროზე შეყვარებული დაბრუნდა.
"პირადად ჩემთვის სრულიად უცხო იყო ეს სფერო. კი, მანქანაა და რაღაც ტერმინები შეიძლება გაგებულიც გქონდეს, მაგრამ როცა თავად შეეხები მანქანას, ხვდები, რომ სულ არაფერი გცოდნია. დღეს კი უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცი მანქანის სრული აგებულება", — ამბობს ელენე მაზმიშვილი.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
სირთულეები ხიბლავს, მოსწონს რისკი და არაფრის, საერთოდ არაფრის ეშინია. დიდი შრომის, სწავლისა და მონდომების ხარჯზე უკვე თეგეტა მოტორსის თანამშრომელია. ოცნებების ნაცვლად მიზნებს ისახავს და ყველაფერს აღწევს. ახლა გაყიდვების კონსულტანტია საბურავების განხრით. უკვე ხუმრობით საბურავების დედოფალსაც ეძახიან.
"როცა აკადემიელი ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. დღეს უკვე ყველა გამოცდა ჩაბარებული მაქვს, წარმატებით ვმუშაობ და ძირითად შემთხვევაში კომპლიმენტებს ვიღებ. შეფასებები ასეთია ხოლმე — "აუუ, რა მაგარია, გოგო ხარ და რა კარგად იცი მანქანა". ეს მავსებს ყველაზე მეტად", — თქვა ელენემ.
ყველა აკადემიელი თანხმდება იმაზე, რომ ამ სივრცეში მოხვედრა განვითარების იდეალური შანსია. იმაზეც, რომ კომპანია შესაძლებლობას გაძლევს წინ წახვიდე, დაწინაურდე და საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინო.
ახალ სტუდენტებს თეგეტა აკადემიაში უკვე ელოდებიან. განაცხადების მიღებაც დაწყებულია და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. ელენეს მსგავსად, ახალმისულები ჯერ თვენახევრიან თეორიულ კურსს და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. შემდეგ კი გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერის ან პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდებიან.
მანქანის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ ჰქონია არც შმაგი შანგუას. 24 წლის ბიჭს უკვე დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, თუმცა არანაირი კვეთა ავტოსამყაროსთან. სოციალურ ქსელში მომხიბლავ შეთავაზებას წააწყდა — დაიწყე კარიერა თეგეტაში. ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება გადაწყვიტა და კარიერის თავიდან დაწყება სცადა.
"არ მეგონა, ასეთი ინტენსიური სწავლება თუ იქნებოდა. სხვათა შორის კურსის მიმდინარეობისას არამარტო მანქანის ნაწილებს ვსწავლობდით, არამედ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გავდიოდით, მაგალითად, როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, არ დავკარგოთ მოტივაცია, ვიაროთ წინ", — ამბობს შმაგი შანგუა.
მრავალფეროვანი, დატვირთული გზის გავლა მარტივად შეძლო, ალღო აუღო და საყვარელ, აზარტულ საქმედ აქცია. უკვე ოფიციალური თანამშრომელია, თუმცა სწავლას მუშაობის პროცესშიც განაგრძობს.
"კურსის მიმდინარეობისას საფუძვლიანად შევისწავლე ყველაფერი. რასაც თეორიულად ვსწავლობდით, პრაქტიკაში ვახორციელებდი, მაგრამ თვენახევარში რომ ავტოსფერო ამოწურო, შეუძლებელია. ყოველ დღე ახალ-ახალი დეტალი ჩნდება, სულ განვითარებაზე და წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ", — ამბობს შმაგი.
როგორც წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, კარიერა თეგეტაში განაგრძო და ნაწილების მიმართულებით გაყიდვების კონსულტანტის პოზიცია დაიკავა — მისთვის ყველაზე საინტერესო მიმართულება.
ვისაც ჯერ კიდევ აშინებს გამოწვევები და ფიქრობს, რომ სიახლეების დრო არ არის, შმაგი შანგუა თავისი გამოცდილებიდან აძლევს რჩევას — "მე თუ მივაღწიე, შენც აუცილებლად მიაღწევ. თეგეტა მოტორსში სულ მზად არიან მხარში დაგიდგნენ და განვითარებაში შეგიწყონ ხელი".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები