საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები კიდევ ერთმა კომპანიამ გაიარა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით რამდენიმე თვეა ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება. პროექტი მსუბუქი მრეწველობის სფეროდან ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა ცხრამეტმა კომპანიამ დარგის ექსპერტების ჩართულობით ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღო მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.
კომპანია სკამმა, რომელიც პროექტშია ჩართული, ტრენინგები ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით გაიარა. მიღებული გამოცდილების შემდეგ კი მისი სამომავლო გეგმები გაყიდვების წერტილების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაქტიურდეთ კორპორაციულ ბაზარზე, გამოვავლინოთ საუკეთესო საექსპორტო პროდუქტები და დავხვეწოთ არსებული პროდუქცია ისე, რომ იგი სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, ვგეგმავთ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც", — აცხადებს კომპანიის დირექტორი, გიორგი სურგულაძე.
კომპანია სკამი 2019 წელს დაარსდა და ის ხის ავეჯსა და აქსესუარებს აწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანიის ძირითადი მიმართულება სამზარეულოს სკამებისა და მაგიდების წარმოებაა. თუმცა, ის მომხმარებელს მისაღები ოთახისა და საძინებლის 15-მდე სახეობის დამხმარე ავეჯსა და აქსესუარებსაც სთავაზობს. კომპანია წარმოების პროცესში ნატურალური ხის მასალებს და მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავებს იყენებს.
"ჩვენი კომპანიის ამჟამინდელი გამოწვევა საინფორმაციო რესურსებზე შეზღუდული წვდომაა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სხვადასხვა სახის სტატისტიკა, (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე), ექსპორტი, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები, ლოჯისტიკური საკითხები, პროდუქციის მიმართ არსებული მოთხოვნები სერტიფიკატების თუ ლიცენზიების კუთხით და სხვა. პროექტის ფარგლებში საკმაოდ ინფორმაციულ ტრენინგებს დავესწარით და ახალი, საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთეთ. ერთ-ერთი ტრენინგი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც უფრო ეფექტიანი ბიზნეს გეგმის შედგენის პრინციპები ვისწავლეთ", — აცხადებს გიორგი სურგულაძე.
"ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომლებიც კომპანიის სპეციფიკაზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იყო მორგებული. კიდევე ერთი ტრენინგი ექსპორტის შესახებ სწორედ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეხმიანებოდა. მისი დახმარებით უფრო სიღრმისეულად გავეცანით ექსპორტისა და მისი ღირებულების, ელ. კომერციის, გაყიდვის არხებისა და ბაზრის კვლევის საკითხებს. ამჟამად პროექტის იმ ეტაპზე ვართ, სადაც დარგის ექსპერტთან ერთად ინდივიდუალურად ვარჩევთ კომპანიისთვის რელევანტურ საექსპორტო ბაზრებს და პროდუქციას", — დაამატა მან.
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვა. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით, ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები