უკრაინელი დეპუტატის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რადაში ხელმოწერებს აგროვებენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსანდრ კოვალჩუკის განცხადებით, უკრაინის პარლამენტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვას ამზადებს. მისი თქმით, უკრაინელი დეპუტატების უმრავლესობა ხელის მოწერას აპირებს წერილზე, რომელსაც საქართველოს მთავრობას გაუგზავნიან.
"გუშინ ღამე, სანამ ჩვენ გამოვემგზავრებოდით, ამ წერილის ტექსტი მივიღე. მე სიამოვნებით მოვაწერ ხელს და ჩვენი ბევრი კოლეგა და უმეტესობა უკრაინის პარლამენტის აპირებს, რომ ხელი მოაწეროს ამ მიმართვას საქართველოს ხელისუფლების [მიმართ], რომ რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ პრეზიდენტი სააკაშვილი; რომ იზრუნონ მის ჯანმრთელობაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ ვტოვებთ, ასე ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაში. ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ და მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ის", — განაცხადა დეპუტატმა მთავარ არხთან ინტერვიუში. (მთავარი არხის თარგმანი)
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობას ციხის საავადმყოფოში ადეკვატურად ვერ მიხედავენ, რადგან ამისთვის საჭირო აღჭურვილობა დაწესებულებას არ აქვს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დაპატიმრებიდან 27-ე დღეა შიმშილობს.
დღეს, 27 სექტემბერს უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა. ვიზიტის შემდეგ მან განაცხადა, რომ მას 40 წუთის განმავლობაში ეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში. მისივე თქმით, ის მხოლოდ რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს.
დღესვე უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტის თქმით, მისთვის ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი არ დაუსახლებიათ. მისივე განცხადებით, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის.
გარდა ამისა, გუშინ, 26 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს, პასპორტი გამოართვეს და უკრაინაში აბრუნებენ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები