გერმანელ კოლეგებთან ერთად, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დავაკავეთ — პროკურატურა
ფოტო: სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობითა და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის — ევროჯასტის მხარდაჭერით.
"19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დავაკავეთ. აღსანიშნავია, რომ ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ისრაელში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი დავაკავეთ", — განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.
მისივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ბამბერგის გენერალური სახელმწიფო პროკურატურის და კობერდანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ბავარიის ცენტრალური ოფისის ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მხარდაჭერით.
საქართველოში კი ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით.
"ოპერაციის ჩატარებაში, 100-ზე მეტი სამართალდამცავი ჩაერთო, მათ შორის 20 გერმანელი ოფიცერი და პროკურორი. ევროჯასტი დაეხმარა საგამოძიებო უწყებებს გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შუამდგომლობების შესრულებასა და კოორდინირებულ საერთაშორისო სამართლებრივ მხარდაჭერაში", — აღნიშნავს გულუაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ევროჯასტის მხარდაჭერით, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებებმა გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში დანაშაულებრივი ქსელი დაშალეს, რომელიც ახდენდა სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ოპერირებას და დაზარალებულთა კუთვნილ, ათობით მილიონ ევროს თაღლითურად ეუფლებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები