რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულება მეორე ტურების წინ
ფოტო: Facebook
აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების წინ შემოწირულებები 8 პარტიამ მიიღო. პოლიტიკური სუბიექტების მიერ 1-26 ოქტომბრის პერიოდში მიღებულმა შემოწირულებებმა 2 348 963 ლარი შეადგინა.
ასეთია იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც 1-26 ოქტომბრის პერიოდში შემოწირულებები მიიღეს:
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო — 1 570 624 ლარი;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 478 817 ლარი;
- საქართველოსთვის — 159 161 ლარი;
- ლელო საქართველოსთვის — 130 000 ლარი;
- დროა — 8 804 ლარი;
- ევროპული საქართველო — 827 ლარი;
- ხალხისთვის — 500 ლარი;
- ახალ ქრისტიან დემოკრატები — 230 ლარი.
ამ თანხის ნახევარზე მეტი, 1 570 624 ლარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. მეორე ტურების წინ მმართველ პარტიას თანხა 98-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა. არაფულადი შემოწირულებების თანხებში გამოსახული ოდენობა 4 055 ლარი იყო.
ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების სია ასეთია:
- ჯეირან ომანაძე — 60 000 ლარი;
- ირაკლი ბექაური — 60 000 ლარი;
- გიორგი დევსურაშვილი — 60 000 ლარი;
- ბესიკ ჟღენტი — 60 000 ლარი;
- პავლე იოსელიანი — 60 000 ლარი;
- დავით ქვათაძე — 60 000 ლარი;
- ზურაბ ჩხაიძე — 60 000 ლარი;
- დავით მდინარაძე — 50 000 ლარი;
- ზურაბ ლომაძე — 50 000 ლარი;
- დავით მაღრაძე — 50 000 ლარი.
1-26 ოქტომბრის პერიოდში შემოწირულებების მიხედვით მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობაა. ენმ-მა 34 ფიზიკური და 1 იურიდიული პირისგან 478 817 ლარი მიიღო. პარტიის სასარგებლოდ არაფულადი სახის შემოწურულება (2 100 ლარი) გაიღო სააქციო საზოგადოება კოკა-კოლამ. აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლას 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 30 000 ლარი აქვს შეწირული.
ნაციონალური მოძრაობის მსხვილი შემომწირველები არიან:
- მამუკა მჭედლიძე — 59 999 ლარი;
- არჩილ ჭკადუა — 59 961 ლარი;
- ია ხორგუაშვილი — 59 959 ლარი;
- მაკა ლეკიაშვილი — 59 955 ლარი;
- დიმიტრი ჩიქოვანი — 50 000 ლარი.
მესამე პარტია, რომელმაც 1-26 ოქტომბრის პერიოდში ყველაზე მეტი მოცულობის შემოწირულება მიიღო გიორგი გახარიას — საქართველოსთვის არის. ყოფილი პრემიერმინისტრის პარტიას 18-მა ფიზიკურმა პირმა 159 161 ლარი შესწირა. აქედან 2 983 ლარის მოცულობის არაფულადი შემოწირულება იყო, რომელიც სოფიო ხორგუანმა გაიღო.
პარტიის მსხვილი შემომწირველების სია ასეთია:
- კესარია წულაია — 49 985 ლარი;
- თორნიკე ლათათია — 20 000 ლარი;
- ქეთევან ჯოხაძე — 15 000 ლარი;
- ჯამლათ გვიდიანი — 10 000 ლარი;
- თამარ ქემოკლიძე — 10 000 ლარი.
მეორე ტურების წინ 130 000 ლარი შესწირეს ლელოს, რომელიც შემოწირულებების მიხედვით პარტიების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. 1-26 ოქტომბრის პერიოდში პარტიას სულ 6 შემომწირველი ჰყავდა:
- კონსტანტინე გუნია — 30 000 ლარი;
- რუსუდან გურჩიანი — 20 000 ლარი;
- თამარი მექვაბიშვილი — 20 000 ლარი;
- მანანა ნაჭყებია — 20 000 ლარი;
- სერგი ფანცალაშვილი — 20 000 ლარი;
- გიორგი ოქროაშვილი — 20 000 ლარი.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სხვა პარტიებმა ჯამში 10 361 ლარის შემოწირულება მიიღეს. როგორც ცნობილია, პოლიტიკური სუბიექტები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები