ნობელის 2021 წლის ლაურეატის სამი რომანი ქართულად ითარგმნება
ფოტო: Henry Nicholls/Reuters
7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის 2021 წლის პრემია წარმოშობით ტანზანიელ მწერალ აბდულრაზაკ გურნას გადაეცა, რომელიც ქართველი მკითხველების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი ავტორი იყო.
უახლოეს მომავალში ამ დანაკლისის შევსება ლიტერატურის ნებისმიერ მოყვარულს შეეძლება: გამომცემლობა "ინტელექტმა" ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებიდან სამი მნიშვნელოვანი წიგნი ქართულად ითარგმნება და გამოიცემა.
გამომცემლობის წარმომადგენელმა გვანცა ჯობავამ On.ge-სთან საუბარში გურნას ის კონკრეტული რომანები დაასახელა, რომელთა თარგმნაზეც მუშაობა იწყება: Paradise (მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი), Desertion (მთარგმნელი ზაზა ჭილაძე) და By the Sea (მთარგმნელი ანი კოპალიანი).
ნობელის კომიტეტის განმარტებით, აბდულრაზაკ გურნაზე არჩევანი იმ "უკომპრომისო და თანაგრძნობით განმსჭვალული" თხრობისთვის გააკეთეს, რომლითაც მწერალი "კოლონიალიზმის შედეგებსა და კონტინენტებსა და კულტურებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედს" აღწერს. შესაბამისად, ქართველ მკითხველს თანამედროვეობისთვის უმნიშვნელოვანესი, მწვავე და აქტუალური თემებით დახუნძლულ ლიტერატურასთან გაცნობის შანსი მიეცემა.
აბდულრაზაკ გურნა აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიის რესპუბლიკის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა 1948 წელს, 60-იანებში კი ემიგრაციაში მოუწია წასვლა და დღემდე ინგლისში ცხოვრობს.
გურნას ათამდე რომანი აქვს დაწერილი, რომელთა ძირითადი თემა ლტოლვილების გამოცდილებაა. ქართულად მისი ნაწარმოებების გაცნობა ქართველ მკითხველს დაახლოებით 2022 წლის პირველ ნახევარში შეეძლება: როგორც გვანცა ჯობავა აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული რომანებიდან ერთ-ერთის გამოცემას მაისში ვარაუდობენ.
აღსანიშნავია, რომ ქართულ საგამომცემლო სივრცეში "ინტელექტი" გამორჩეულია სწორედ ნობელიანტი ავტორების შემოქმედების აქტიური თარგმნით: მაგალითად, უახლოეს პერიოდში გამოიცა 2018-2019 წლების ნობელის ლაურეატების — ოლგა ტოკარჩუკისა და პეტერ ჰანდკეს წიგნები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები