ჩანაწერის გავრცელების მიზანი კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნებზე მოსახლეობის ინფორმირება იყო — სუს შეთქმულების საქმეზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რატომ გაავრცელა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმესთან დაკავშირებული ფარული აუდიო ჩანაწერი. საუბარია ფარულ ჩანაწერზე, რომელიც უწყებამ გუშინ, 29 ოქტომბერს გაავრცელა. სუს-ის განცხადებით ჩანაწერი ასახული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს და ის სასამართლო განჩინების საფუძველზე არის მოპოვებული.
"გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში ნათლად გამოჩნდა თუ როგორ საუბრობდნენ ცალკეული პირები დესტრუქციული ძალების მობილიზებაზე, ავტომანქანებით გზების ჩახერგვაზე, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებასა და შტურმზე და უფრო მეტიც, იმაზე, რომ სასურველი შედეგის მიღწევა სისხლის დაღვრის გარეშე შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ მოვახდინეთ საზოგადოებისათვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების მიწოდება, რაც აგრეთვე მიზნად ისახავდა პრევენციული ღონისძიებების გატარებას და მოსახლეობის ინფორმირებას კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე, რათა მოქალაქეებმა ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობა არ მიიღონ ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს და მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში საჭიროდ მიიჩნიეს კიდევ ერთხელ განემარტათ ის, რაც გუშინდელ ბრიფინგზე უკვე თქვეს. კონკრეტულად, სუს-ში ამტკიცებენ, რომ გამოძიების დაწყება ლეგიტიმური იყო და მისი მიზანი "დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და მის განხორციელებაში ჩართული პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ზომების გატარებაა".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმეს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს ხელის შეშლა იგეგმებოდა.
გარდა ამისა, უწყებამ გამოაქვეყნა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი. ვიდეოში ისმის რამდენიმე ადამიანის საუბარი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობებზე საუბრობენ. სუს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ წერედიანია. ჩანაწერის მიხედვით, წერედიანი გეგმავს აქციებს პრემიერიმინისტრის, ასევე, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების სახლებთან. ჩანაწერიში საუბარი ეხება "ციხის ჩაკეტვასაც". სუს-ის ჩანაწერში, სავარაუდოდ, წერედიანი ამბობს, რომ 100-150 მანქანით ჩაიკეტება გლდანის ციხისკენ მიმავალი გზები. გარდა ამისა, ჩანაწერში ითქვა, რომ პროცესი იქამდე უნდა მიიყვანონ, რომ ქართულ ოცნებას "საზიზღარი მეთოდებით მოუწიოს" არჩევნების გაყალბება, რასაც ქუჩაში გამოსვლა და "მეიდანი" მოჰყვება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები