TI: ხმებს შორის მცირე სხვაობის გამო, დარღვევებს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე
ფოტო: ცესკო
საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) საქართველოს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აჯამებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რადგან ბევრ ოლქში კანდიდატებს შორის სხვაობა მცირეა, დარღვევებს, შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე.
"ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამის გამო, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით", — აცხადებენ TI-ში.
ორგანიზაციის შეფასებით, 31 ოქტომბრის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი იყო, თუმცა მოგვიანებით ბევრ ოლქში სიტუაცია დაიძაბა. TI საუბრობს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, უბანზე მისული ამომრჩევლის უკანონო აღნუსხვის, უბნიდან 100 მეტრის რადიუსში თავშეყრის ფაქტებზე. ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. რაც შეეხება კენჭისყრის შემდგომ პროცედურებს, TI-ს შეფასებით, ტენდენციური სახე ჰქონდა შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებას და საუბnო კომისიების მიერ საოლქო კომისიებისთვის ოქმების პროექტების წინასწარი შეთანხმებას. გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმით, ცესკომ პირველი ტურის შემდეგ საკუთარივე პრაქტიკა გააუმჯობესა, როცა წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო.
რაც შეეხება TI-ს მიერ გამოვლენილი დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს:
- ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებს გარეთ;
ორგანიზაციამ პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები გამოავლინა თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქის 84-ე უბანზე, საბურთალოს საარჩევნო ოლქის მე-40 უბანზე და სამგორის საარჩევნო ოლქის 62-ე უბანზე. ასევე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-15 უბნის გარეთ.
- ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური ანგარიშსწორება;
TI საუბრობს მედიისთვის ხელის შეშლის რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე. მაგალითად, ზუგდიდის საარჩევნო (67-ე) ოლქის მე-5 და 81-ე უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, დავით მანიას, ქართული ოცნების კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. TI-ს ინფორმაციით, პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა მათ სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ.
ქარელის საარჩევნო (33-ე) ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკომპანია მონიტორის ჟურნალისტს.
სენაკის (64-ე) საოლქო საარჩევნო კომისიის 1-ლი უბნიდან გურია ნიუსის ჟურნალისტი უკანონოდ გამოაძევეს იმ მიზეზით, რომ ის საკუთარი ტელეფონით ვიდეოს იღებდა.
- დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა;
TI-მ დააფიქსირა შემთხვევები, როცა დამკვირვებლებს არათუ ხელს უშლიდნენ საქმიანობაში, არამედ საუბნო კომისიის წევრები მათდამი აგრესიულები იყვნენ. მაგალითად, ფოთის საარჩევნო (70-ე) ოლქის მე-7 უბანზე TI-ს დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა მას. დამკვირვებლის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.
სენაკის საარჩევნო (64-ე) ოლქის მე-7 უბანზე შედეგების შეჯამებისას TI-ს დამკვირვებელს გარკვეული დროის განმავლობაში არ უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. ამ შემთხვევაში პრობლემა, სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა.
ფოთის საარჩევნო (70-ე) ოლქის 22-ე უბანზე TI-ს დამკვირვებელს სავარაუდოდ არასწორად გაბათილებული ბიულეტენის ფოტოგადაღების საშუალება არ მისცეს.
- საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა;
TI-ში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა არალეგიტიმურ აღნუსხვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციური სახე ჰქონდა. მაგალითად, თიანეთისა (მე-19) და ბათუმის (79-ე) ოლქებში დამკვირვებლები ნაკადის მომწესრიგებლის ან რეგისტრატორის გვერდით იდგნენ, უბანზე შესული ამომრჩევლების ვინაობით ინტერესდებოდნენ და ინფორმაციას დისტანციურად გადასცემდნენ.
ბათუმის (79-ე), თელავის ( მე-17) და რუსთავის (მე-20) საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.
- სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები;
TI-ის შეფასებით, სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლების მხრიდან დარღვევებს ადგილი ჰქონდა როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. მაგალითად, ზუგდიდის (67-ე) ოლქის უბნებზე კავშირი მწვანე დედამიწისა (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 2066 დამკვირვებელი) და საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 1590 დამკვირვებელი) ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად რამდენიმე დამკვირვებელი ჰყავდათ, რაც კანონით არ არის დაშვებული. TI-ში აცხადებენ, რომ ზედმეტი დამკვირვებლებს კომისიის თავმჯომარემ უბნიდან მხოლოდ მათი მითითების შემდეგ უშვებდა.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მე-15 უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, კავშირი მწვანე დედამიწის დამკვირვებელი, თინათინ კაკაჩია აპირებდა უბანზე ფულის დარიგებას. TI-ს ცნობით, აღნიშნულის გამო კონფლიქტი მოხდა როგორც უშუალოდ უბანზე, ისე მის მიმდებარედ. ორგანიზაციისვე ცნობით, კონფლიქტში ჩართულები პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ბათუმის (79-ე) საარჩევნო ოლქის მე-2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 467 დამკვირვებელი) დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას.
ამავე ოლქის, 58-ე და 104-ე უბნებზე ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის და კავშირის მწვანე დედამიწას დამკვირვებლები იდგნენ რეგისტრატორთან და აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას, რომელსაც ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირს.
- შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესის დაყოვნება;
TI-ს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესი გაიწელა ფოთის, გლდანის, საბურთალოს, რუსთავის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქების უბნებზე. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ საუბნო კომისიები ავსებდნენ ოქმის ასლს, რომელსაც უგზავნიდნენ საოლქო კომისიებს და თავს იკავებდნენ დროულად შეედგინათ შემაჯამებელი ოქმების დედნები.
"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე, მონაცემები საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ", — აცხადებენ TI-ში.
- ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების დახარისხების დროს არსებული პრობლემები;
TI-ს ინფორმაციით, ხობის (66-ე) საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე და ისნის (მე-5) საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე რამდენიმე ბათილი და ნამდვილი ბიულეტენი არასწორად მიაკუთვნეს შესაბამისი კატეგორიის ბიულეტენებს. ორგანიზაციის შეფასებით, ბიულეტენის გაბათილებაზე კამათი სხვა ოლქებშიც იყო.
- საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება
TI-ს ინფორმაციით, ჩხოროწყუს ოლქის მე-15 უბანზე, 10-ზე მეტი ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, TI შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
- სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;
- საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად შეადგინონ;
- ცესკომ უფრო ცხადი ინსტრუქცია და რეკომენდაცია მისცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების ბათილად ცნობის საფუძვლების თაობაზე;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლების აღნუსხვისა და პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი დამუშავებისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე, კომისიის თავმჯდომარეებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის და საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოყენებული მსგავსი პრაქტიკის დროულად აღმოსაფხვრელად;
- საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.
მეორე ტურს საერთო ჯამში TI-ს 250-მდე წარმომადგენელი აკვირდებოდა. ორგანიზაციამ დააფიქსირა 150-მდე წვრილი და შედარებით მსხვილი დარღვევა და დაწერა 23 საჩივარი.
ნახეთ, როგორ შეაფასა საერთაშორისო გამჭვირვალობამ არჩევნების პირველი ტური:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები