გრეის ანატომია GDS-ზე სამ აპრილს დაიწყება
გაზაფხული - ზაფხულის სატელევიზიო სეზონი ტელეკომპანია GDS-ზე საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება. საკულტო და ექსკლუზიური სერიალები, ფილმები და ანიმაციები არხის სავიზიტო ბარათად იქცა. მათ შორის არის ამერიკელების საყვარელი სერიალი გრეის ანატომიაც, რომელიც ABC-იზე უკვე ცამეტი წელია გადის და შონდა რაიმსის მთავარი ბრენდია.
გრეის ანატომი GDS-ზე მეცამეტე სეზონით სამ აპრილს 13:00 საათზე დაბრუნდება, თანაც დღეში ორი სერიით.
მოგეხსენებათ, სეზონიდან სეზონამდე სერიალის შემქმნელი შონდა რაიმსი მაყურებლისთვის საყვარელ პერსონაჟებს დაუნდობლად კლავს. თუმცა შოუს მაინც მილიონობით ერთგული მაყურებელი ჰყავს.
გრეის ანატომიის XIII სეზონში, ხუთი საწყისი მთავარი პერსონაჟიდან მხოლოდ ელენ პომპეო და ჯასტინ ჩემბერსი იქნებიან შემორჩენილები. დანარჩენმა გმირებმა სერიალი დროდადრო დატოვეს - ქრისტინა იანგი (სანდრა ო) X სეზონიდან წავიდა, იზი სტივენსის (კეტრინ ჰეილი) პერსონაჟი მეექვსე სეზონის ბოლოს დაემშვიდობა მაყურებელს (სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი შონდა რაიმსი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია ამ ფაქტით, რადგან კეტრინ ჰეილისთან მუშაობა ყველაზე რთული გამოცდილება იყო მის კარიერაში), რაც შეეხება ჯორჯ ო'მელის (თი. არ. ნაითი) პერსონაჟს ის სერიალიდან მეხუთე სეზონის შემდეგ წავიდა, თანაც ისე, რომ მაყურებელს დღემდე გვიმძიმს მის გარდაცვალებასთან შეგუება.
ელენ პომპეო, რომელმაც ოცნების ექიმი დაკარგა, შონდალენდთან ახალი ოცნების კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის შემდეგი წლიდან ეპიზოდში $300 ათასს მიიღებს.
People-სთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, რამდენ ხანს აპირებს მსახიობი შოუში დარჩენას, პომპეომ უპასუხა, რომ ის შოუდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ შონდა რაიმსი მის პერსონაჟს მოკლავს. შოუში დარჩენის მთავარ მიზეზად კი ასაკის მატება დაასახელა:
"ჩემი გადაწყვეტილება, დავრჩენილიყავი გრეის ანატომიაში, მხოლოდ ასაკზე იყო დამოკიდებული. 33 წლის ასაკში, საკმარისად ვიყავი საქმეში ჩახედული, რათა მცოდნოდა, რომ ჩემი დრო ჰოლივუდში უკვე ათვლილი იყო".
პომპეომ თქვა, რომ სხვა ქალ მსახიობებთან შედარებით, მან უფრო გვიან დაიწყო კარიერა და ყველაზე გამორჩეული როლები მხოლოდ მაშინ მიიღო როდესაც 30 წელს გადააბიჯა. როგორც მსახიობი ამბობს, მისთვის გრეის ანატომიაში როლი უფრო ახალგაზრდა ასაკში რომ შეეთავაზებინათ, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებული, როგორც მისთვის, ისე სერიალისთვის.
"შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა რაღაცები მომეძებნა", განმარტა პომპეომ.
მაგრამ, ამ ხანგრძლივობის სერიალში, ხელშეკრულების მოლაპარაკებები პომპეოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. “მერიდიტ გრეის მსგავსი გმირი ჰოლივუდში ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა ქალებისათვის. თანაც ზუსტად ვიცოდი თუ როგორი რთული იქნებოდა სხვა როლების პოვნა ჩემთვის როდესაც უკვე 30 წელს გადავცილდი. ამიტომ სხვა მსახიობების მსგავსად გემის დატოვებას ვარჩიე კარიერა გრეისთან დამეკავშირებინა და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი ვარ ტელევიზიაში.”
"ვიფიქრე, რატომ შევეშვა იმას, რაც სუპერ წარმატებულია, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი გრეიში, ვყოფილიყავი მადლიერი და ძალისხმევა არ დამეზოგა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დარჩენა გადავწყვიტე. ჩემთვის შოუ დროთა განმავლობაში უკეთესი გახდა”, ამბობს ელენ პომპეო.
მეცამეტე სეზონს ახალი პერსონაჟებით და მოგონებებით ძველ გმირებზე ქართველი მაყურებელი სამი აპრილიდან, ტელეკომპანია GDS-ზე 13:00 საათიდან ნახავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები