ხორხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა — ინტერვიუ თოდუას კლინიკის ექიმებთან
ფოტო: თოდუას კლინიკა
ხორხის კიბო ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მამაკაცებში, თავ-კისრის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის მას პირველი ადგილი უკავია. მისით გაცილებით ხშირად ავადდებიან კაცები. ხორხის კიბო, ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, სიხშირის მიხედვით, კაცებში მე-11, ქალებში კი მე-17 ადგილზეა.
დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, მის სიმპტომებსა და მკურნალობაზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგს მარი კაჭარავასა და თავ-კისრის ონკოქირურგს გიორგი ქრისტესაშვილს ვესაუბრეთ.
რა არის ხორხის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზები?
ფოტო: თოდუას კლინიკა
მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს აქტიური მოხმარებაა. პარალელურად, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, ხორხის კიბოს განვითარების ალბათობა პრაქტიკულად ორმაგდება. სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებია: მტვრიანი გარემო, პროფესიიდან გამომდინარე ნავთობპროდუქტებთან ხშირი კონტაქტი, მაღალ ან დაბალ ტემპერატურულ პირობებში ყოფნა.
ხორხის კიბოსწინარე დაავადებებიდან აღსანიშნავია პაპილომა ვირუსით (HPV) ინფიცირების ანამნეზი. პაპილომა ვირუსის ხორხის სანათურში შეჭრამ, შესაძლოა, განაპირობოს უჯრედული ციკლის მოშლა და ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის განვითარება. ხორხის კიბოსწინარე დაავადებებს, ასევე, განეკუთვნება: პაპილომატოზი, ფიბრომის არსებობა ფართო ფუძეზე, ლეიკოპლაკია, პაქიდერმია, დისკერატოზი, ქრონიკული ანთებითი პროცესები.
რა ასაკში ვლინდება ყველაზე ხშირად ხორხის კიბო და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
ფოტო: თოდუას კლინიკა
გიორგი ქრისტესაშვილი: ხორხის კიბო ძირითადად 50-65 წლის ასაკში ფიქსირდება. მისი კლინიკური მანიფესტაცია დამოკიდებულია ხორხის სანათურში სიმსივნის ლოკალიზაციაზე. ხორხის კიბოს იოგზედა ლოკალიზაციის დროს (რომელიც ფიქსირდება შემთხვევათა 65%-ში) ჩივილებიდან ყურადღებას იქცევს ყლაპვის გართულება, ტკივილი ყლაპვის აქტის დროს, რომელიც, შესაძლოა, ირადირებდეს ყურის მიდამოში. მოგვიანებით, სიმსივნური პროცესის ხმის იოგზე გავრცელების შემთხვევაში თავს იჩენს ხმის ტემბრის შეცვლა, შესაძლოა, განვითარდეს აფონია. სიმსივნური წარმონაქმნის ზომებში ზრდასთან ერთად, ხორხის სანათურის შევიწროების შემთხვევაში თავს იჩენს სუნთქვის გართულება, რომელიც ძლიერდება ჰორიზონტალური პოზიციის მიღებისას. არ არის გამორიცხული სტრიდორის (ხმაურიანი სუნთქვის) განვითარებაც.
იმ შემთხვევებში, თუ ხორხის კიბოს თავდაპირველი ლოკალიზაცია ხმის იოგია (რომელზეც მოდის შემთხვევათა 30%) დასაწყისშივე თავს იჩენს ხმის ტემბრის შეცვლა-აფონია. მისი იოგქვედა ლოკალიზაციის შემთხვევაში (რომელიც შეადგენს შემთხვევათა 3-5%-ს) კიბოს ახასიათებს ენდოფიტური ზრდა, რის გამოც დასაწყისშივე ვლინდება ხორხის სანათურის შევიწროება და კლინიკურად ვლინდება სტრიდორით.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადრეულ სტადიაზე ხორხის კიბო განკურნებად დაავადებებს განეკუთვნება, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი სიმპტოკომპლექსებისა, სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. ამიტომ, ჩვენი მთავარი რჩევაა აღწერილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებმა დროულად მიმართონ სპეციალიზირებულ კლინიკებს, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პაციენტის სრულყოფილი მკურნალობა. ეს მათი გამოჯანმრთელების საწინდარია.
როგორ ხდება ხორხის კიბოს დიაგნოსტირება?
მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ფიბროლარინგოსკოპია ბიოფსიით და მასალის მორფოლოგიური ვერიფიკაცია. ასევე, ვატარებთ კისრის კომპიუტერული ტომოგრაფიას კონტრასტულ რეჟიმში ან კისრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დაავადების მესამე-მეოთხე სტადიის დროს მივმართავთ სხეულის პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიას. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ონკოქირურგი, რადიოლოგი და კლინიკური ონკოლოგი ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ტაქტიკის შესახებ.
რა მეთოდები გამოიყენება ხორხის კიბოს სამკურნალოდ?
გიორგი ქრისტესაშვილი: ხორხის კიბოს მკურნალობის მეთოდებს განეკუთვნება — ოპერაციული მკურნალობა, სხივური და მედიკამენტოზური თერაპია. მათი თანმიმდევრობის შერჩევას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ხორხის კიბოს პირველი-მეორე სტადიის დროს (T1-2N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება სხივური თერაპია ან ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.
T1-T2 N+M0 ფორმების დროს, საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია ქიმიო-სხივური თერაპია ან ოპერაციული მკურნალობა — ორგაშემანარჩუნებელი ოპერაცია, კისრის ლიმფოდისექციით. T3 N1-3 M0 ფორმების დროს მივმართავთ ქიმიო-სხივურ თერაპიას ან ოპერაციულ მკურნალობას — ლარინგექტომიას, იფსილატერალურ ლიმფოდისექციას, კისრის ლიმფოდისექციას. T4aN1-3M0 ფორმების დროს კი ლარინგექტომიას ჰემითირეოიდექტიით (შესაძლოა, დაჭირდეს სრული თირეოიდექტომია), კისრის ლიმფოდისექციით პოსტოპერაციული ქიმიო-სხივური თერაპიით.
ხორხის კიბოს იოგზედა ლოკალიზაციისას, დაავადების მესამე სტადიაზე (T3N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება ქიმიო-სხივური თერაპია ან ოპერაციული მკურნალობა — ლარინგექტომია ჰემითირეოიდექტომიით, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.
ხორხის კიბოს ხმის იოგზე ლოკალიზაციისას, დაავადების მესამე სტადიაზე (T3N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება სხივური თერაპია ან ოპერაციული ჩარევა — ლარინგექტომია ჰემითირეოიდექტომიით, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.
ხორხის კიბოს მეოთხე ა სტადიისას, მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება ოპერაციული მკურნალობა, პოსტოპერაციული ქიმიო-სხივური თერაპიით.
რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდეგ დაავადების კონტროლი?
მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს დროს, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე აქტიური ყურადღება ექცევა დაავადების კონტროლს. პირველი ერთი წლის მანძილზე აუცილებელია საკონტროლო კვლევები 1-3 თვეში ერთხელ ჩატარდეს. მეორე წლიდან მათი ჩატარება რეკომენდებულია 2-6 თვეში ერთხელ, მესამიდან მეხუთე წლის ინტერვალში 4-8 თვეში ერთხელ, ხუთი წლის შემდეგ კი 12 თვეში ერთხელ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები