ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდს ბიკინით თამაში აღარ მოუწევს
ფოტო: norwaybeachhandballwomen / Instagram
ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდმა ამჯერად გამარჯვება არა მოედანზე, არამედ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და სექსიზმის წინააღმდეგ მოიპოვა. ფედერაციის ახალი წესების მიხედვით, ქალებს ბიკინის ქვედატანით თამაში აღარ მოუწევთ და შეუძლიათ, ტანზე მომდგარი "შორტებით" იასპარეზონ.
გუნდი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ივლისში მოექცა, როდესაც წევრები მოედანზე სათამაშოდ არა სავალდებულო ბიკინის ქვედატანით, არამედ ტანზე მომდგარი "შორტებით" გამოვიდნენ. "შეუსაბამო" ჩაცმულობის გამო ევროპის ხელბურთის ფედერაციამ თითოეული წევრი €1 500-ით დააჯარიმა.
ამ ფაქტმა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. წესებს საზოგადოებამ "სექსისტური" უწოდა. ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ჯარიმას ფედერაცია თავად გადაიხდიდა. ფედერაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სპორტსმენეს ისეთი აღჭურვილობა ჰქონდეთ, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ფედერაციამ განაცხადა, რომ ქალების საქციელით ამაყობდა.
ქალებს მხარი ნორვეგიის კულტურისა და სპორტის მინისტრმა აბიდ რაჯამაც დაუჭირა:
"ეს დიდი სისულელეა. ამ მაჩო და კონსერვატიულ საერთაშორისო სპორტში გარკვეული მიდგომები უნდა შეიცვალოს", — აღნიშნა მინისტრმა.
რამდენიმე დღეში კი გუნდს მომღერალი Pink გამოეხმაურა და განუცხადა, რომ ჯარიმას მათ მაგივრად გადაიხდიდა.
"ძალიან ვამაყობ ნორვეგიის ქვიშის ხელბურთის ქალთა გუნდით, რადგან მათ გააპროტესტეს მათი 'უნოფორმის' შესახებ არსებული სექსისტური წესები. ევროპის ხელბურთის ფედერაცია სექსიზმის გამო უნდა დაჯარიმდეს. ყოჩაღ, ქალებო! დიდი სიამოვნებით გადავიხდი თქვენს ჯარიმას. ეგრე გააგრძელეთ", — დაწერა Pink-მა ტვიტერზე.
ამის შემდეგ ქალების მხარდასაჭერად ნორვეგიელმა აქტივისტმა ტალიტა სტოუნმა კამპანია წამოიწყო და 61 000 ხელმოწერა შეაგროვა.
"იმედი მაქვს, ეს სპორტში სექსიზმის და ქალებისა და გოგოების განივთების დასასრულის დასაწყისია და მომავალში ყველა გოგოსა და ქალს ექნება შესაძლებლობა, ისე იასპარეზოს, რომ შეუსაბამო სამოსსა და სექსუალურ შევიწროებაზე არ იდარდოს", — განაცხადა სტოუნმა.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ წესებში ცვლილება მსოფლიო მედიებთან ოფიციალური განცხადების გარეშე შეიტანა. ოქტომბერში სპორტსმენებს ჩაცმულობასთან დაკავშირებული რეგულაციები შეცვლილი დახვდათ. ცვლილების მიხედვით, ქალებს შეუძლიათ ტანზე მომდგარი მაისურები და "შორტები" ჩაიცვან. ბიკინის ქვედატანი და მოკლე ზედატანი სავალდებულო აღარაა.
შეუსაბამო და არაკომფორტული სპორტული ფორმები ქალებმა არაერთხელ გააპროტესტეს. ცოტა ხნის წინ ამ პრობლემას გერმანელი ტანმოვარჯიშეები საკუთარი კოსტიუმებით დაუპირისპირდნენ. გერმანელი ტანმოვარჯიშე სარა ფოსი ორ თანაგუნდელთან ერთად ჩემპიონატზე გამოჩნდნენ კოსტიუმებით, რომლებიც სხეულს მთლიანად ფარავდა.
ამავე თემაზე:
- ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდი ბიკინის ჩაცმაზე უარის თქმის გამო დააჯარიმეს;
- ჯარიმას მე გადავიხდი — Pink ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდს მხარდაჭერას უცხადებს;
- ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ — ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდი;
- ყველა თავად უნდა ირჩევდეს, რა ჩაიცვას — გერმანელი ტანმოვარჯიშეების პასუხი სპორტში სექსუალიზებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები