როგორ გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია ამაზონზე
ფოტო: Facebook
მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაჭრობისთვის ონლაინ მაღაზიებს იყენებს. ამ სფეროში ყველაზე მეტად პოპულარული ონლაინ პლატფორმა ამაზონია. ამაზონის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს შესთავაზოს. ამ საქმეს გარკვეული ტექნიკური დეტალების ცოდნა და ბაზრის ანალიზი სჭირდება. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ამ თემებს შევეხებით.
ამაზონის საშუალებით პროდუქციის გაყიდვა რამდენიმე გზით შეგიძლია. პირველი გზა პროდუქციის ამაზონის საწყობებში განთავსებაა, ამას FBA პროგრამასაც უწოდებენ. ამაზონზე ასეთი ვაჭრობის დროს, შენ გაქვს საშუალება, ამაზონის სისტემაში განცხადება შექმნა და პროდუქციის შეძენისას მიწოდებას ამაზონი უზრუნველყოფს.
პროდუქციის ამაზონის საშუალებით გაყიდვის მეორე გზა FBM პროგრამის გამოყენებაა. ამ დროს შენ, როგორც გამყიდველს, საკუთარი საწყობი გაქვს ამერიკაში და ამაზონს იყენებ არა როგორც სასაწყობე სივრცეს, არამედ როგორც გაყიდვის ვებგვერდს. ეს მიდგომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ პროდუქციის დასაწყობების საშუალება გაქვს. თუ საქართველოდან ვაჭრობას აპირებ, უფრო მეტად FBA პროგრამა გამოგადგება, რადგან აქ დასაწყობებული პროდუქციის გაგზავნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამაზონზე განთავსებული განცხადება იყოს სწორად შედგენილი. მან მომხმარებელს უნდა გაუჩინოს ყიდვის სურვილი — ყველა სხვა დეტალს თავად ამაზონი აგვარებს.
ბაზრის ანალიზი
ფოტო: Facebook
ვიდრე ტექნიკურ დეტალებზე გადავალთ, უნდა ითქვას, რომ გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ბაზრის ანალიზს ენიჭება. ვიდრე პროდუქტს მსოფლიოს შესთავაზებ, აუცილებელია გამოიკვლიო, რა ტიპის საქონელზეა ამაზონის შემთხვევაში მოთხოვნა, რა გამოირჩევა მოგების მაღალი მარჟით და ა.შ.
რა გავყიდოთ ამაზონზე — ამის გაგებას ბაზრის ანალიზის შედეგად შეძლებ. ამაზონის ვებგვერდის ზედა ნაწილი მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. როდესაც ამ საიტის საშუალებით რაიმეს გაყიდვა გსურს, მის ქვედა მხარეს უნდა შეხედო:
- Make Money with Us >> Sell products on Amazon
იმისათვის რომ გავიგოთ, რომელი პროდუქტია გლობალურ ბაზარზე პოპულარული, საჭიროა ფართო ბაზრისთვის ჩავატაროთ ანალიზი. ამისთვის, ამაზონის სისტემას უნდა შეუცვალო საფოსტო კოდი და მიუთითო, მაგალითად, აშშ-ის ნებისმიერი შტატის საფოსტო მისამართი.
ბაზრის ანალიზი კონკრეტული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიებით უნდა დაიწყო. საძიებო ველის საშუალებით შეგვიძლია ნახო, თუ რამდენი განცხადებაა განთავსებული კონკრეტულ პროდუქტზე და რამდენად აქტიურად იყიდება ის. ამასთან, გასათვალისწინებელია კონკურენციისა და ფასების ფაქტორები, რომლისაც მომდევნო თავებში კიდევ დავუბრუნდებით.
ორი არჩევანი ვაჭრობის დასაწყებად
ფოტო: Hello I'm Nik / Unsplash
ამაზონი ორ ძირითად არჩევანს გთავაზობს — აირჩიო პროფესიონალური, ან ინდივიდუალური გეგმა. პროფესიონალური გეგმის არჩევის დროს, შენ არ გაქვს შეზღუდვები, რის სანაცვლოდან იხდი $39,99-ის მოცულობის ყოველთვიურ გადასახადს. ეს ერთგვარი საკომისიოა, რომელსაც გამყიდველის სტატუსის ფლობისთვის გადაიხდი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა შენი პროდუქცია გაიყიდება თუ არა, მისი გადახდა მაინც მოგიწევს. ამ გეგმის უპირატესობა ის არის, რომ შენ შეგიძლია გაყიდო შეუზღუდავი რაოდენობის პროდუქცია.
რაც შეეხება ინდივიდუალურ გეგმას, ამ დროს შენ ერთგვარი შეზღუდვები ვაქვს. ეს შედარებით დაბალი საფეხურია. ინდივიდუალური გეგმის არჩევის შემთხვევაში შენ იხდი მხოლოდ 99 ცენტს პროდუქტის გაყიდვის შემდგომ. ამ გეგმის შემთხვევაში არ არსებობს ყოველთვიური საკომისიო — სხვა გადასახადებთან ერთად პროდუქტის საწყობებიდან გაყიდვის შემდგომ იხდი დამატებით 99 ცენტს. ამ დროს მოქმედებს არაერთი შეზღუდვა. შენ არ შეგიძლია თვის განმავლობაში 40 ერთეულზე მეტი პროდუქტის გაყიდვა. ამასთან, ვალდებული ხარ ის პროდუქტი გაყიდო, რომელიც უკვე არსებობს ამაზონზე.
ამაზონის კალკულატორი
ფოტო: Christian Wiediger / Unsplash
იმისათვის, რომ ფინანსური ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდეს, შეგიძლია ამაზონის კალკულატორი გამოიყენო.
ამ კალკულატორის საშუალებით ამაზონს შეუძლია დაიანგარიშოს, თუ რამდენი იქნება შენი მოგება და ხარჯები კონკრეტული პროდუქტით ვაჭრობის შემთხვევაში. ASIN კოდის საშუალებით, რომელიც ყველა პროდუქტისთვის უნიკალურია, შეგიძლია ამაზონის კალკულატორს კონკრეტული პროდუქტის ანალიზის გაკეთება დაავალო.
გარდა კონკრეტული პროდუქტის ჩაწერისა, კალკულატორში უნდა მივუთითოთ პროდუქტის გასაყიდი ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი და უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულება. კალკულატორი შეძლებს დაითვალოს, რა მოცულობის მოგებას მიიღებ ერთი ერთეული პროდუქტის გაყიდვისას, თუმცა ის ვერ გაითვალისწინებს განბაჟების (თუ ასეთი საჭიროა), სარეკლამო ხარჯებისა და ყოველთვიური გადასახადის ღირებულებებს.
ამაზონის კალკულატორი კიდევ არაერთი სახის ფინანსური ანალიზის საშუალებას იძლევა, რაც ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საქმიანობას საკმაოდ უმარტივებს. კალკულატორი დაგეხმარება განსაზღვრო გასაყიდი პროდუქციის ფასიც, რის შემდეგადაც სარეკლამო კამპანიისა და სხვა საჭირო ხარჯების გათვალისწინებასაც მარტივად შეძლებ.
ყველა ტექნიკური და სხვა სახის დეტალის შესახებ, რომელიც ამაზონის პლატფორმაზე რეგისტრაციას, პროდუქციის განთავსებასა და საწყობებში საქონლის გაგზავნას ეხება, დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურისის უფასო ლექციაშია მოცემული. გარდა ამისა, ბიზნესკურსი Ebay-სა და Etsy-ის პლატფორმებზე ვაჭრობის შესახებ ლექციებსაც მოიცავს. თუ გინდა შენი პროდუქტი მსოფლიოს გაუზიარო, ვირტუალურ ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები