მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა აშკარა, მყისიერი საფრთხეა, სუს-ს 5 ივლისამდე განცხადებებზე უნდა ერეაგირა — ბოკერია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ის, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ერეაგირა, არის 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როდესაც მოძალადეები პირდაპირ აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს და იმუქრებოდნენ.
ბოკერიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება მხოლოდ იმის შეხსენებაა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზენაესობის ან კონსტიტუციური წყობის.
"სუსი ამ განცხადებაში არ აზუსტებს, რა ტიპის განცხადებებს გულისხმობს, მაგრამ ყველას მინდა გავახსენო, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი ტიპის მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა განზრახ, აშკარა, მყისიერი, პირდაპირი საფრთხე დგება კანონსაწინააღმდეგო შედეგისა.
იმის მაგალითი, რა ტიპის განცხადებები უნდა ყოფილიყო დასჯადი და რაზე უნდა ერეაგირა სუს-ს, იყო 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ ჩაიდენდნენ კონკრეტულ ქმედებებს, შემდეგ პროცესში ახორციელებდნენ ამ ქმედებას ანუ კონკრეტული ძალადობრივი შედეგი როცა დადგა და ცნობილი იყო, რომ დადგებოდა კიდევაც, ეს პირველად არ ხდებოდა. მაშინ არც წინასწარ ურეაგირია სუს-ს, არც პოსტ-ფაქტუმ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები, მაგრამ ახლა აბსტრაქტულ განცხადებას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვახსენონ ყველას, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზანესობის ან კონსტიტუციური წყობისა", — აცხადებს ბოკერია.
დღეს, 3 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც სოციალურ ქსელებში "რევოლუციურ მოწოდებებს" გამოეხმაურა და მოქალაქეები სასჯელზე გააფრთხილა.
სუს-ის მტკიცებით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს "რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით". ამის ფონზე უწყება აცხადებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, მსგავსი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, ამავე მიზნით შეიარაღებული მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
მას შემდეგ რაც სუს-მა სოციალურ ქსელში რევოლუციური განწყობების შესახებ განცხადება გაავრცელა, მოქალაქეები "რევოლუციას" პოსტავენ.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები