ძალიან ბევრი რამე იწერება საქართველოზე, მე მგონი ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ — ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დიპლომატები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ და უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ მაშინ, როცა ქვეყანაზე "ბევრი რამე იწერება" და "არის სიცრუე". შენიშვნა მან დიპლომატებს დიპლომატიის დღეზე სიტყვით გამოსვლიას მისცა.
"ძალიან ბევრი რამე იწერება საქართველოზე. ვიცით, რომ სხვადასხვა კუთხით ძალიან ბევრი ძალები ამაზე მუშაობენ. მე მგონი ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, პოლიტიკურად შეიძლება ბევრ რამეს ვერ უპასუხონ — იმიტომ, რომ ეს მათი საქმე არ არის და უნდა იყვნენ წარმომადგენლები ერთიანი საქართველოსი და არა რომელიმე პარტიის, თუ რომელიმე მხარის. მაგრამ, როცა იწერება რამე, რაც არის სიცრუე და სჭირდება ამას დაზუსტება, პასუხი, უფრო სწრაფი რეაგირება გვევალება", — განაცხადა მან.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის დაწერილს ან რას გულისხმობდა — დეზინფორმაციულ მასალებს ოკუპანტი ქვეყნიდან, თუ კრიტიკულ ტვიტებსა და წერილებს ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენებისგან. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რეაგირება საჭიროა, რადგან ჩვენ დიპლომატიაზე დამოკიდებულები ვართ.
"იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის დიპლომატია არის გადარჩენის ფორმა. სხვა, დიდი ქვეყნებისთვის, ალბათ, დიპლომატია არის რაღაც უფრო ლუქსის ნაწილი და ნაკლებად არიან დამოკიდებული ბოლომდე ამ ერთ ინსტრუმენტზე. ჩვენ, პრაქტიკულად, ძალიან დამოკიდებული ვართ და ყველაფერი გადის, როგორც თქვენც ბრძანეთ, ამ ხაზზე", — განაცხადა მან.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნაზე ავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელმაც განაცხადა, რომ სწორედ საელჩოებისა და დიპლომატიური მისიების პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყვეალფერზე რეაგირება.
"ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ვისაც შეზღუდული რესურსები აქვს, ბუნებრივია, ხარისხი და სწრაფი რეაგირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი", — განაცხადა მან.
კრიტიკული განცხადებების შემდეგ, სამთავრობო გუნდს არაერთხელ უთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციის ლობირების გამო არასწორი ინფორმაცია აქვთ და სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები