ჯაფარიძე და რამდენიმე პირი სუს-ის წინ ქუჩის დანაგვიანების გამო დააჯარიმეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ზურაბ ჯაფარიძე/FB
ზურაბ ჯაფარიძე და გირჩი — მეტი თავისუფლების რამდენიმე წევრი სუს-ის ეზოს დანაგვიანების გამო დააჯარიმეს. აქციაზე მყოფი პირების უმეტესობამ პოლიციას უთხრა, რომ პირადობა თან არ აქვთ, ამიტომ ვიდეოკადრებიდან მოახდინონ იდენტიფიცირება და ისე დააჯარიმონ, ნაწილს კი საჯარიმო ქვითრები იქვე მისცეს.
როგორც პოლიციამ ჯაფარიძეს განუმარტა 2 კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრისთვის 80-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. მისი თქმით, გადახდას არ აპირებს და ჯარიმა ხალხის დაშინების გზაა.
"ჩემი აზრით, მაინც უნდა გააპროტესტონ და 80-მა ლარმა არ შეგაშინოთ. შეგიძლიათ ნიღაბი გაიკეთოთ, ან ქუდი ჩამოიფაროთ, მოხვიდეთ, ნაგავი დაყაროთ და წახვიდეთ. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჯგუფურად. რაც მეტი გააკეთებთ, მით უფრო უკეთ მოუშლით ნერვებს და უფრო მოვახდენთ ამათ პარალიზებას", — განაცხადა მან.
გირჩი — მეტი თავისუფლების წევრებმა სუს-ის შენობის წინ ნაგავი დაყარეს და ეზოში ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს. ჯაფარიძის თქმით, თვითმფრინავებს აწერია, რომ რევოლუციას ითხოვენ. მისივე თქმით, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურთან მივიდნენ, რადგან ის არის მთავარი მორდორი და უწყება, რომელიც არჩევნებს აყალბებს.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ტრადიციული პროტესტის ფორმებს არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ახლა საჭიროა ისეთი ფორმით მოქმედება, რაც გააღიზიანებთ და ნერვებს მოუშლით.
"დღესაც ასეთი აქცია არის წესით, რომელმაც უნდა გააღიზიანოს. საყოფაცხოვრებო ნაგავი 30-მდე ადამიანმა წამოვიღეთ, არ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი მგონია მთავარი ადგილი ბოროტების. არაფრის გაპროტესტებას არ აქვს აზრი ცესკოსთან და ასეთ სტრუქტურებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა", — განაცხადა მან.
ჯაფარიძის თქმით, მსგავს პროტესტს აზრი ექნება, თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება. მისივე თქმით, ამის გაკეთება ყველას შეუძლია, რადგან სახლში ნაგავი ყველას აქვს. ჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ ფიქრობენ პროტესტის ეს ფორმა გაიმეორონ და ნაგვის მოცულობა გაზარდონ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები