ხოშტარია: საღამოს უკეთ ვგრძნობ თავს, კატეგორიულად ვაცხადებ, არ მივიღებ ბორჯომს, მინერალებს, არანაირ გადასხმას
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საღამოს თავს უკეთ გრძნობს. ის კატეგორიულ უარზეა მიიღოს რაიმე სახის ვიტამინი ან გადასხმა.
ხოშტარია განმარტავს, რომ შიმშილობის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის ისეთი, რომელიც საკვებით დანამატებითა და ვიტამინებით შიმშილობის გახანგრძლივებას და სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნებას გულისხმობს, მაგრამ თავად მხოლოდ წყალს, უშაქრო ყავასა და ჩაის იღებს. მისი თქმით, ამ ფორმას ირჩევს, რადგან სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და არ აქვს იმის დრო, რომ დანამატებით შიმშილობა გაახანგრძლივოს.
"რომ იყოს პოლიტიკური ამოცანა თვეებზე გაწერილი, მეც მივიღებდი დანამატებს, მაგრამ რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მე კატეგორიულად ვაცხადებ, არ მივიღებ არც ბორჯომს, არც არანაირ მინერალებს, არანაირ გადასხმას, გლუკოზებს და ასე შემდეგ. უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ რომ გამოსავალი არის მარტივი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა", — განაცხადა მან.
ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ დათმობაზე არ წავა და ეს არ არის ემოციური განცხადება.
"ერთი რამ უნდა იცოდნენ ძალიან მყარად, რომ არ არსებობს არცერთი პროცენტი იმისა, რომ მე რაიმე დათმობაზე წავიდე და რაიმე ან ძალით, ან რამენაირად რამე მივიღო", — განაცხადა მან.
ის გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებსაც და აღნიშნა, რომ შემაძრწუნებელი და უბინძურესი პროპაგანდაა.
"პროცედურით მას აძლევენ მინერალებს, რომლებიც არის ყველა საერთაშორისო პროტოკოლით დადგენილი, რომლეიბც არის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და გამოიყენება შიმშილობის გარკვეულ ფორმებში. ჩემი ამოცანა რომ იყოს ერთი თვე მქონდეს დრო და სააკაშვილს ერთი თვე აქვს დრო, მეც მივიღებდი ამ მინერალებს, იმიტომ, რომ ეს არის შიმშილობის ჩვეულებრივი ფორმა", — განაცხადა მან.
ელენე ხოშტარია, მეხუთე დღეა შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.
დღეს, 7 ნოემბერს პარლამენტში სასწრაფო გამოიძახეს. ხოშტარია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა და მას არ უთხოვია. მისი თქმით, სუსტად არის, მაგრამ დრამატული არაფერი ხდება.
სასწრაფოს ექიმის განცხადებით, ხოშტარიამ გადასხმაზე უარი თქვა. მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები