ვაშაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების სტრატეგიას სთავაზობს
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების სტრატეგიას სთავაზობს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება ყველას პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.
"ვთვლით, რომ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე. საჭიროა გონივრული, პრაგმატული კომპრომისები ყველა მხრიდან, რისთვისაც გთავაზობთ არა რომელიმე ჯგუფის, ოპოზიციის ან ხელისფლების გამარჯვების სამოქმედო გეგმას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საქართველოს გამარჯვების სტრატეგიას", — აცხადებს ის.
ვაშაძის მიერ წარდგენილი სტრატეგია 7-პუნქტიანია და გულისხმობს, როგორც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე, სასამართლო რეფორმას, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სხვა. ვაშაძის თქმით, აუცილებელია:
- პოლიტიკური დიალოგის დაწყებისთვის სააკაშვილისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტიების შექმნა და ამ მიზნით მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა;
- იმ სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებში გამოიწვევს ნდობას და მოკლე დროში უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით შექმნის სამართლიანი სასამართლოს პირობებს მიხეილ სააკაშვილისთვის და მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებზე;
- პარლამენტმა გონივრულად მოკლე ვადებში დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, რომელიც განსაზღვრავს და შექმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეალურ გარანტიებს;
- სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების სამივე მოსმენით მიღება რეგლამენტით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადაში;
- დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მმართველობითი ფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით;
- მომზადდეს თვითმმართველობის რეფორმის ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შექმნის თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეალურ საფუძვლებს, რაც თავის თავში გააერთიანებს ადმინისტრაციულ და ფისკალურ დეცენტრალიზაციას;
- ძალაუფლების განაწილება მოხდეს 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, დამატებით იმ პირობის გათვალისწინებით, რომ გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, აირჩევს საქართველოს პარლამენტი იმ პარლამენტის წევრების უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში.
6 ნოემბერს რუსთავში მიმდინარე აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცა. თუმცა მელიას მიერ მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის დრო გუშინ ამოიწურა — ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაუყვანიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.
სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. ექიმები და ომბუდსმენი განმარტავენ, რომ ეს არის საკვები დანამატი და არა საჭმელი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.
ინფორმაცია იმაზე, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატებს იღებს, ვიდეოს გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე გაავრცელა. 6 ნოემბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები