ქართველი ხელოვანები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ
ფოტო: Georgia Made by Characters / Lasha Kuprashvili / Nino Katamadze / Facebook
როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ასზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს წერილს, რომლითაც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ.
"ქართველი ლიტერატორები, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან და თანხმდებიან ერთ უმთავრეს ღირებულებაზე: ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადამიანს სახელმწიფომ აღმოუჩინოს კანონით გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობაში არსებული სამედიცინო დახმარება", — ვკითხულობთ ხელოვანების საერთო განცხადებაში.
გაეცანით წერილს სრულად:
"საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ,ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ.
ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა - გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას".
როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ხელმოწერის მსურველთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. მათ შორის, ვინც უკვე მოაწერა ზემოთ მოცემულ წერილს ხელი, არიან საზღვარგარეთ მცხოვრები მწერალი ნინო ხარატიშვილი, რეჟისორი ნინო კირთაძე და მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერები არიან:
- ციაკო აბესაძე
- ბექა ადამაშვილი
- ნიკოლოზ აგლაძე
- მაია ალუდაური
- რატი ამაღლობელი
- ზაალ ანდრონიკაშვილი
- მაია ბადრიძე
- თამაზ ბათიაშვილი
- ლიზა ბათიაშვილი-ლელუ
- მედიკო ბაქრაძე
- ლევან ბერძენიშვილი
- პაატა ბურჭულაძე
- ლაშა ბუღაძე
- ნატალია გაბისონია
- რეზო გეთიაშვილი
- ნათია გიორგაძე
- მარი გულბიანი
- დალილა გოგია
- ნანა გოგოლაშვილი
- ხათუნა გოგუა
- გია გოკიელი
- ბექა გოჩიაშვილი
- ნატო დავითაშვილი
- ქეთი დანელია
- ირინა დემეტრაძე
- თეონა დოლენჯაშვილი
- ლელა დუმბაძე
- ხატია ეკიზაშვილი
- ნანა ექვთიმიშვილი
- ვახო ვარაზი
- დავით ვაშაძე
- ლია ვიტეკი
- სოფო ზერაგია
- დათა თავაძე
- ხათუნა თავდგირიძე
- კოტე თაყაიშვილი
- თამარ თვარაძე
- შოთა იათაშვილი
- მედეა იმერლიშვილი
- პიტერ იანი
- გიორგი კაკაბაძე
- ირაკლი კაკაბაძე
- ნინია კაკაბაძე
- ლანა კალანდია
- კატო კალატოზიშვილი
- მაკა კასრაძე
- ნინო კასრაძე
- ზვიად კვარაცხელია
- ალექსანდრე კვატაშიძე
- ნესტან ნენე კვინიკაძე
- თამარ კვიჟინაძე
- დარეჯან კიკოლიაშვილი
- ნინო კირთაძე
- მეგი კობალაძე
- ლელა კოდალაშვილი
- მაია კუდავა
- ნუცა კუხიანიძე
- ნიკა ლაშხია
- შორენა ლებანიძე
- ეკატერინე მაზმიშვილი
- სალომე მაისაშვილი
- ლიკა მაისურაძე
- თინა მამულაშვილი
- დიანა მაღლაკელიძე
- მარიამ მაღრაძე
- გურამ მაცხონაშვილი
- ქეთი მაჭავარიანი
- თეკლა მაჭავარიანი
- თაკი მუმლაძე
- მუხრან მახარაძე
- ნათია მიქელაძე
- ტორესა მოსი
- ქეთი ნადიბაიძე
- ელენე ნავერიანი
- დავით ნათიძე
- გაგა ნახუცრიშვილი
- ქეთი ნიჟარაძე
- გივი (ბესო) ოდიშარია
- ლელა ოჩიაური
- ზურა პაპიაშვილი
- ოფო ჟვანია
- ნიკოლოზ რაჭველი
- ლელა სამნიაშვილი
- ბესო სოლომონაშვილი
- ირაკლი სოლომონაშვილი
- ილიკო სუხიშვილი
- ნინო სუხიშვილი
- თამარ ტატიშვილი
- ეკატერინე ტოგონიძე
- ანა ურუშაძე
- გიორგი უშიკიშვილი
- ნინო ფურცხვანიძე
- თამრი ფხაკაძე
- დავით ქაშიაშვილი
- ივა ქიმერიძე
- არჩილ ქიქოძე
- გია ქობულაშვილი
- კოტე ყუბანეიშვილი
- ნინო შაბურიშვილი
- თაკო შავგულიძე
- ქეთა შათირიშვილი
- პაატა შამუგია
- პაპუნა შარიქაძე
- გაგა შიშინაშვილი
- თამუნა შენგელია
- გიო შველიძე
- ნიკა ჩერქეზიშვილი
- ბელა ჩეკურიშვილი
- ნინო ჩიჩუა
- პაატა ციკოლია
- დათი ცინცაძე
- ლელა ცუცქირიძე
- ხათუნა ცხადაძე
- იაკო ჭილაია
- ირინე ჭოღოშვილი
- ანა ხაზარაძე
- ბასა ხარაზი
- თეო ხატიაშვილი
- ნინო ხარატიშვილი
- ბექა ხაჩიძე
- სოსო ხვედელიძე
- დავით ხმალაძე
- გვანცა ჯობავა
- თეონა ჯორბენაძე
- დათო ტურაშვილი
- ლაშა ბაქრაძე
- სოფო კილასონია
- ლადო ბეროზაშვილი
- ირმა შარიქაძე
- გია ბუღაძე
- ანა კლდიაშვილი
- ნინო ქათამაძე
- ნანა ჯორჯაძე
- სანათა ბაბუაძე რეხვიაშვილი
- მედეა მეტრეველი
- ბათუ დანელია
- მაკო ჯანჯიბუხაშვილი
- მაკა ლდოკონენი
- დავით გაბუნია
- მირიამ სოლოღაშვილი
- ნოდარ ლადარია.
სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. ექიმები და ომბუდსმენი კი განმარტავენ, რომ ეს არ არის საკვები და არის დანამატი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.
ეს ინფორმაცია მანამდე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაავრცელა, როცა თქვა, რომ სააკაშვილი გარკვეული დროის შემდეგ ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას დათანხმდა. 6 ნოემბერს ამ თემაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ომბუდსმენი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.
აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მეორე დღეს, კადრების გავრცელების შემდეგ კი უწყებამ განაცხადა, რომ მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებას შეისწავლის და კიდევ ერთხელ ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მნიშვნელობაზე.
თავად სააკაშვილი კადრების გამოქვეყნებას სამარცხვინოს და დანაშაულებრივს უწოდებს. თუმცა, მისივე თქმით, ვიდეოს გავრცელებით მას ვერაფერი დააკლეს, ხალხი დარწმუნდა, რომ შიმშილობს და "საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება". ის განმარტავს, რომ კადრებში ჩანს, როგორ იღებს დანამატებს სასიცოცხლო მაჩვენებლების დასარეგულირებლად, რაც მანამდეც იყო ცნობილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები