ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე — ღარიბაშვილი სააკაშვილზე დასმულ კითხვაზე
ფოტო: მთავრობა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მან ამ საკითხზე საუბარი შეწყვიტა. ღარიბაშვილს თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხს პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო გასცემს.
"მე ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე. ეს არ არის ჩემი სალარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს პენიტენციური სამსახური აკეთებს, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერი შეკითხვა დაუსვათ, ასევე, არსებობს პენიტენციური სამსახური. მათ მიმართეთ ნებისმიერი კითხვით და გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხებს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღსანიშნია, რომ არჩევნებამდე პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილზე ხშირად საუბრობდა და მას დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებდა. თუმცა, ამასთან აცხადებდა, რომ არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკებდა, რადგან მასზე ბევრი განცხადებები გააკეთეს.
სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. ექიმები და ომბუდსმენი კი განმარტავენ, რომ ეს არ არის საკვები და არის დანამატი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.
ეს ინფორმაცია მანამდე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაავრცელა, როცა თქვა, რომ სააკაშვილი გარკვეული დროის შემდეგ ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას დათანხმდა. 6 ნოემბერს ამ თემაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ომბუდსმენი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.
აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მეორე დღეს, კადრების გავრცელების შემდეგ კი უწყებამ განაცხადა, რომ მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებას შეისწავლის და კიდევ ერთხელ ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მნიშვნელობაზე.
თავად სააკაშვილი კადრების გამოქვეყნებას სამარცხვინოს და დანაშაულებრივს უწოდებს. თუმცა, მისივე თქმით, ვიდეოს გავრცელებით მას ვერაფერი დააკლეს, ხალხი დარწმუნდა, რომ შიმშილობს და "საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება". ის განმარტავს, რომ კადრებში ჩანს, როგორ იღებს დანამატებს სასიცოცხლო მაჩვენებლების დასარეგულირებლად, რაც მანამდეც იყო ცნობილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები