სტარტაპ კურსი — პრაქტიკული რჩევები შენი ბიზნესისთვის
ფოტო: თიბისი ბანკი
ყველა დიდი თუ ცნობილი ბიზნესი განვითარების საწყის ეტაპზე სტარტაპი იყო. სტარტაპერობა არის ფაზა, რომლის გავლაც ყველას უწევს, თუმცა არც ისე ადვილია, შენი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციო. ამისთვის გარკვეული ცოდნაა საჭირო, ხშირად კი ისე წამოვიწყებთ საქმეს, შესაბამისი ცოდნა ან არ გაგვაჩნია ან საკმარისი არ არის.
ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელზეც თიბისი უკვე წლებია მუშაობს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად, ადამიანებს ზოგჯერ ცოდნის გაზიარება სჭირდებათ პროფესიონალებისგან. ამიტომაც, შევქმენით სტარტაპ კურსი, რომლის ფარგლებში, ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის ამაღლებას ვთავაზობთ.
ეს არის პრაქტიკული კურსი, სადაც პროფესიონალები ბიზნესის დაწყების მსურველებს ცოდნასა და გამოცილებას უზიარებენ. ყველა მოდული თანამედროვე დამწყები ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა.
სტარტაპ კურსის ფარგლებში კიდევ 3 ლექცია ჩატარდება:
● ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე, 09.11.21
● ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე, 16.11.21
● ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია, 23.11.21
ამ ბლოგში უფრო ახლოს გაგაცნობთ ლექტორების ხედვებს და გაგიზიარებთ, თუ რას უნდა ელოდეთ მომავალ ლექციებზე.
სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე.
ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე
ნინო ეგაძე თიბისის მარკეტინგის დირექტორია და სტარტაპ კურსის ფარგლებში ბრენდსა და კომუნიკაციაზე ისაუბრებს. ის აღნიშნავს, რომ თიბისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ავითარებს. ამ საკითხში კი ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერას დიდი ადგილი უჭირავს.
"მიგვაჩნია, რომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკის, ისე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის. რაც შეეხება სტარტაპ კურსს, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი პროგრამისა, რომელშიც ათასობით ბიზნესი, ათი ათასობით მომხმარებელი და სტარტაპერი მონაწილეობს. პროგრამას ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს — მისცეს ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ დაიქირაონ შესაბამისი სპეციალისტები", — ამბობს ნინო.
მისი თქმით, კურსის მიზანია, სტარტაპებს გაუზიარონ ცოდნა, რათა მათ მინიმალური ბიუჯეტით თუ სწორი ხედვით მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და განავითარონ კომპანია.
"მთავარი ღირებულება, რომელიც კურსის წევრებს შეგვიძლია მივცეთ როგორც ლექტორებმა, ისე თიბისიმ, არის ის, რომ ვაჩვენოთ, რა ხდება ამა თუ იმ სფეროში, მივცეთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე წვდომა და ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს", — ამბობს ნინო და დასძენს, რომ ამ და სხვა მსგავსი კურსების სახით, თიბისი კრეატიული იდეების მქონე ადამიანების მხარდამჭერი იქნება.
ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე
"ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელსაც სტარტაპის შექმნა სურს. მათ დიდ ნაწილს კი არ აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ სწორად წარმართოს კომუნიკაცია ან, ზოგადად, გაუძღვეს ბიზნესს. ეს კურსი მათ ამ ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მას დადებითი გავლენა ექნება თითოეული სტარტაპის წარმატებაში", — ასე აღწერს სტარტაპ კურსის მნიშვნელობას პავლე გაბრიჭიძე, ციფრული მარკეტინგის ლექტორი და ტრენერი.
მისი თქმით, კურსი, რომელიც სხვადასხვა მოდულისგან შედგება, ერთგვარი გზამკვლევია ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის.
"შეხვედრაზე ისინი გაიგებენ, რა უნდა გაითვალისწინონ ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვისას, როგორ უნდა გადადგან ნაბიჯები ამ სივრცეში ისე, რომ შეცდომა არ დაუშვან და მოკლე ვადაში მაქსიმალური შედეგი მიიღონ. თეორიასთან ერთად განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს, ვიმსჯელებთ სხვადასხვა კომპანიის შეცდომებზე თუ წარმატების ისტორიებზე. ეს იქნება სემინარი, სადაც ადამიანები ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას ისწავლიან", — ამბობს პავლე.
ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია
სტარტაპ კურსის ბოლო შეხვედრა ინვესტიციების მოზიდვასა და ფიჩინგს ეხება. ამ თემაზე ლადი გაბუნია, ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტოს და პლატფორმა Echolize-ის თანადამფუძნებელი ისაუბრებს.
"ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ინვესტორი არაა მხოლოდ ფული, მას გაცილებით მეტი რამ მოაქვს სტარტაპისთვის — ესაა რესურსები, გამოცდილება, კომპანიის უცხო თვალით შეფასება, კონტაქტები, რაც განვითარებაში გეხმარებათ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ამ კურსიდან შეგიძლია გაიგოთ, არის ის, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და რას გაუსვათ ხაზი, რომ ინვესტორი დააინტერესოთ”, — ხსნის ლადი.
ლადის თქმით, შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იქნება, იგი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს, განიხილავს მაგალითებს და ისტორიებს.
"ველი, რომ აუდიტორიაში წარმოდგენილი იქნებიან ნამდვილი სტარტაპერები, დიდი ამბიციებით, რომლებიც ტექნოლოგიაზე დააფუძნებენ საკუთარ საქმიანობას", — აღნიშნავს ლადი.
აქ, ახლა, შენ გაქვს შესაძლებლობა, გაიგო ყველაფერი, რაც ბიზნესის დასაწყებადაა საჭირო, გაიცნო დარგის წამყვანი სპეციალისტები, თანამოაზრეები და გახდე სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები