იმედს გამოვთქვამ, გარემოებები მოგვარდება და სააკაშვილს ექსპერტიზა დროულად ჩაუტარდება — ლომჯარია
ფოტო: Ombudsman
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა სწრაფად ჩაუტარდეს, რადგან დაზიანებების კვალი დროთა განმავლობაში ქრება. ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ გუშინ სააკაშვილმა უარი თქვა შეემოწმებინათ მის სხეულზე დაზიანებები, რადგან გლდანის ციხეში იძულებით შეიყვანეს და ექიმებს არ ენდობოდა.
"პრაქტიკა ასეთია და სტანდარტი, როდესაც პირს აკავებენ, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორში თუ ციხეში ე.წ. შესახლების დროს, მან უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, მოხდეს მისი სხეულებრივი დათვალიერება. [...] მოგეხსენებათ გუშინ როგორც განვითარდა მოვლენები, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, აქედან გამომდინარე, ის უნდობლობას უცხადებდა მე-18 დაწესებულების თანამშრომლებს და პერსონალს და საღამოს, გვიან, როდესაც მე მას ვესაუბრე, ის აცხადებდა უარს, რომ ექიმებს დაეთვალიერებინათ მის სხეულზე დაზიანებები და შესაბამისად, გუშინ ეს ვერ მოხერხდა.
თუმცა, ვერ გეტყვით დღეს ეს გადაწყვეტილება მან რატომ მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს დაზიანებების დოკუმენტირება, რა თქმა უნდა, თითოეული დღე არის მნიშვნელოვანი", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
გუშინ, 8 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ექსპრეზიდენტი გლდანის ციხის კლინიკაში გადაიყვანეს, მან წერილი დაწერა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თმებით ათრიეს და კისერში ჩაარტყეს. 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, სააკაშვილმა მის მიერ მიწოდებული ექსპერტების მონაწილეობით სამედიცინო ექპერტიზის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტმა იცოდა, რომ ინსპექტორის აპარატი მტკიცებულებად სააკაშვილის ტანსაცმლის ამოღებას აპირებდა, ამიტომ ექსპრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს. კერძოდ, მისი თქმით, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ინსპექციის ხალხი ინსპექტორის სამსახურიდან იყო, ხელი მოუწერა და მათ ტანსაცმელი წაიღეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები