მელიამ ხვალ მორიგი აქციები დააანონსა
ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხვალ მორიგი აქციები დააანონსა. მისი თქმით, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე ორ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.
"ხვალ ვიკრიბებით სამასი არაგველის მეტროსთან დღის 2 საათზე და დიდუბის მეტროსთან, ქვედა შესასვლელ-გამოსასვლელთან 2 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე", — განაცხადა მან.
ოპოზიციის აქციები რამდენიმე დღეა იმართება. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ნიკა მელიამ უწყვეტი პროტესტი დააანონსა. მოგვიანებით, მან უფრო დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე.
მელიას თქმით, ყოველი დღის ბოლოს მომდევნო დღის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი და საზოგადოებას საპროტესტო აქციების ლოკაციებს შეატყობინებენ. თუმცა ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დაასახელებენ. მისი განმარტებით, ხელისუფლებას ძველი მიდგომით "ამოსუნთქვის საშუალებას" აძლევდნენ, თუმცა ახლა საპირისპიროდ იმოქმედებენ.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი სათანადო დაწესებულებაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც პენიტენციურმა სამსახურმა ციხიდან მორიგი კადრები გაავრცელა. იქ ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. მოგვიანებით, პენიტენციურმა კვლავ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ექსპრეზიდენტი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანის დატოვებაზე და რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
პენიტენციურმა სამსახურმა პირველად 6 ნოემბერს გაავრცელა ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, სააკაშვილი "საკვებს იღებს". აღნიშნული პენიტენციურმა "მაღალი საჯარო ინტერესით" ახსნა. პარალელურად, განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა, რომელმაც მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობდა და ის, რასაც იღებდა, იყო არა საკვები, არამედ სამედიცინო დანიშნულებით გამოწერილი საკვები დანამატები და მედიკამენტები. კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილმა შეწყვიტა აღნიშნული საკვები დანამატებისა და წამლების მიღება, უარი თქვა ტესტების ჩატარებაზეც.
8 ნოემბერს სააკაშვილი, მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მოგვიანებით, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როგორც სააკაშვილს უთხრეს, ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ და მხოლოდ ამიტომ დათანხმდა შეთავაზებას. პარალელურად, პენიტენიცურმა გაავრცელა მორიგი კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი ნივთებს ალაგებს. ამ კადრებზე დაყრდნობით უწყება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
პატიმრის პირადი ინფორმაციის დაცვა რომ აუცილებელია, ამაზე განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯერ კიდევ 5 ნოემბერს, კადრების გავრცელებამდე გააკეთა. იქ აღნიშნული იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მეორე დღეს, კადრების გავრცელების შემდეგ, მათ კადრების მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები