Squid Game-ის რეჟისორმა ფანებს სერიალის ალტერნატიული დასასრული გაუმხილა
ფოტო: Netflix
ახლახან ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული კორეული სერიალის, კალმარის თამაშის რეჟისორმა მეორე სეზონის გამოსვლა დააანონსა. ეს სიახლე ფანებისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ იყო: ცოტა ხნის წინ კალმარის თამაში ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა — ის გამოსვლიდან 25 დღეში 111-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. პოპულარულობის გარდა, მეორე სეზონის გამოსვლა პირველი სეზონის დასასრულმაც განაპირობა.
პირველი სეზონის ბოლოს სასიკვდილო თამაშებში გამარჯვებული გი-ჰუნი თმას წითლად იღებავს, ბარგს ალაგებს და ამერიკაში, შვილთან გამგზავრებას აპირებს. თვითმფრინავისკენ მიმავალი მეტროში თამაშების ერთ-ერთ წარმდგენს დაინახავს, რომელიც ამჯერად მონაწილეობაზე სხვის დათანხმებას ცდილობს. ნანახით აღშფოთებული გი-ჰუნი თვითმფრინავში არ ჯდება და კამერისკენ გაბრაზებული მოემართება.
გულშემატკივრების ნაწილმა პირველი სეზონის დასასრული გააკრიტიკა: მათ უნდოდათ, რომ გი-ჰუნს ფული აეღო და შვილთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა. სერიალის რეჟისორმა, ჰვან დონგ-ჰიუკმა ახალ ინტერვიუში ფანებს გაუმხილა, რომ თავდაპირველად სწორედ მსგავს დასასრულს განიხილავდა.
"სხვათა შორის, დასასრულის ორ ვერსიაზე ვმსჯელობდით. ალტერნატიული დასასრულის მიხედვით, გი-ჰუნი თვითმფრინავში ჯდება და ქვეყანას ტოვებს. მეორეში კი, რა თქმა უნდა, ტრიალდება და კამერისკენ მოემართება. ჩვენ საკუთარ თავებს გამუდმებით ვეკითხებოდით, სწორი იქნებოდა თუ არა, რომ გი-ჰუნს წასვლა გადაეწყვიტა, ოჯახი მოენახულებინა და ბედნიერება ეპოვა? იყო თუ არა ეს სწორი გზა იმისთვის, რომ ის კითხვა თუ გზავნილი გადმოგვეცა, რომელსაც სერიალით ვცდილობდით?" — ამბობს რეჟისორი.
საბოლოოდ, სერიალის შემქმნელებმა ჩათვალეს, რომ საჭირო კითხვების დასმისა და მათზე პასუხების ძიების პროცესისთვის გი-ჰუნის დარჩენა აუცილებელი იყო.
"ჩვენ დავასკვენით, რომ სასურველ კითხვებს ვერ დავსვამდით, თუ ის თვითმფრინავში ავიდოდა. კითხვა, რომელზეც პასუხი გვჭირდება, შემდეგია: რატომაა სამყარო ისეთი, როგორიც არის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ან მისი დასმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ გი-ჰუნი შემოტრიალდებოდა და კამერისკენ წამოვიდოდა. სწორედ ასე მივიღეთ სერიალის დასასრული", — ამბობს რეჟისორი.
როგორც ჩანს, იმ კითხვებისა და პასუხების მოძებნა, რომლებზეც რეჟისორი საუბრობს, გი-ჰუნთან ერთად სერიალის ახალ სეზონში კიდევ ერთხელ მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს ჯერჯერობით არც სცენარი აქვს ბოლომდე მოფიქრებული და ვერც ახალი სეზონის გამოსვლის თარიღს აკონკრეტებს, აშკარაა, რომ წინ დაუვიწყარი სანახაობა გველის.
ამავე თემაზე:
- Squid Game-ის რეჟისორმა მეორე სეზონის გამოსვლა დაადასტურა;
- 5 კორეული დრამა, რომელსაც Squid Game-ის მერე უნდა უყუროთ;
- 10 საინტერესო ფაქტი Squid Game-ის შესახებ, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდი;
- 5 თეორია Squid Game-ის შესახებ, რომელიც სერიალს სხვა თვალით დაგანახებს;
- ტესტი: Squid Game-ის რომელი პერსონაჟი ხარ?;
- 15 საუკეთესო ტვიტი, რომელიც Squid Game-ზე ჩვენს რეაქციებს ზუსტად აღწერს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები