პროცესი ჩვენი გეგმით მიდის, ივანიშვილის რეჟიმმა იცის, რომ ხანგრძლივ პროტესტს ვერ გაუძლებს — მელია
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პროცესი მათი გეგმით მიდის და "ივანიშვილის რეჟიმი" ხანგრძლივ პროტესტს ვერ გაუძლებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ იქ ხალხი მისულიყო, პროვოკაცია მოეწყოთ და მასობრივი დაჭერებით ჩაეხშოთ პროტესტი.
"პროცესი ჩვენი გეგმით მიდის. ივანიშვილის რეჟიმმა იცის, რომ არ ეყოფა გამძლეობა ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს. 8 ნოემბერს მათ ჩვენი მრავალათასიანი აქციის წინ სააკაშვილის გატაცება და გლდანში გადაყვანა იმიტომ დაგეგმეს, რომ გამწარებული ხალხის კოლონები ციხესთან მისულიყო, იქ პროვოკაციას მოგვიწყობდნენ და მასობრივი დაჭერებით ჩაახშობდენ მოძრაობას, ასევე მიშასაც პროვოკაციას მოუწყობდნენ ციხის შიგნით", — აცხადებს ის.
მელიას თქმით, ხელისუფლების მიზანია ოპოზიციის ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩათრევა, რადგან ეშინიათ, რომ მალე პოლიციაც აღარ დაემორჩილებათ. ენმ-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია არაძალოდობრივად წაართმევს ქართულ ოცნებას ძალაუფლებას და დაუბრუნებს ხალხს.
მელიამ აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, გარდა "ივანიშვილის პირადი საძაგელი და არაკაცული შურისძიებისა, არის ძღვენი პუტინისთვის".
"ჩვენი გეგმა ყოველდღიური პროტესტია, რომელიც ფიტავს და ასუსტებს რეჟიმს. ათასობით ადამიანი მზადაა ეს ყოველდღე აკეთოს, ათიათასობით მზადაა შემოგვიერთდეს დიდ საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომელსაც ასევე ვგევმავთ. თავის პროტესტს გეგმავს ძალიან ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი ჯგუფი. ეს ერთი დიდი ტალღა იქნება, რომელიც მარტო საპოლიციო ძალის იმედად დარჩენილ რეჟიმს ჩამოანგრევს.
ადამიანებს ესმით, რომ ეს ბრძოლა, მიშას დახსნასთან ერთად სხვა ბრძოლაცაა — ვიქნებით ჩვენ ნორმალური დემოკრატიული დასავლური ქვეყანა თუ რუსეთის უკანა ეზო.
ყველას ესმის, რომ მიტაცებული არჩევნებით, დატყვევებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მოსკოვის ომონის მეთოდებით მოქმედი პოლიციით, ანტიდასავლური იდეოლოგიით გაჯერებული რეჟიმი რუსეთის მსახურია", — წერს ის.
მელიას განცხადებით, "რეჟიმის გავრცელებული კადრები ბოლოს უღებს რეჟიმს". როგორც ის აღნიშნავს, ამ პროცესბს ივანიშვილი მართავს, როიმელიც მთავარი კრიმინალია.
"ეს კადრები არის მაგალითი მათი ველურობის, სიცბიერის, მატყუარობის, ფლიდობის და მეორე მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუტეხლობის პუტინის ჯალათების წინაშე. რამდენადაც ამაზრზენი არ უნდა იყოს ღარიბაშვილი ან კობახიძე, კალაძე, ბრეგაძე... ფოკუსი არ უნდა დაგვეკარგოს!
ეს ხალხი დაქოქილი ბოროტი თოჯინები არიან, მარიონეტები. ყველა უბედურების სათავე არის ერთი კაცი — ივანიშვილი (რომელიც უკვე კაცმა არ იცის სად არის). ისაა შემოქმედი ამ ტიპის ქვეყნის, რომელიც ვერ ვითარდება, ღარიბდება, სიძულვილის ტყვეობაშია. მოსმენები, ძალადობა, უტიფრობა, ინსტიტუტების ნგრევა — ყველაფერი ივანაშვილია. ახლა რაც ხდება ესეც 100% ივანიშვილია. ის ჩიტოც, კუპატაძეც, გოგა მემანიშვილიც, სერგო ბზიშვილიც, ვაჟა სირაძეც, ყველა მოძალადე პოლიციელიც ივანიშვილია. ისაა მთავარი კრიმინალი, 90-იანი წლების რუსეთში კრიმინალური "აბშიაკის" ბანკირი", — აცხადებს მელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები