საქართველო ხარისხიანი წყლისა და სანიტარული საჭიროებების წინაშე COVID 19-ის დროს
ფოტო: CENN
ნებისმიერი ადამიანის უფლებაა ხელი მიუწვდებოდეს წყალზე და იმყოფებოდეს გარემოში, სადაც ადეკვატური სანიტარულ-ჰიგიენური პირობებია. ამ საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის დროს შეიძინა. კოვიდ-19-ის გავრცელებისთანავე აშკარა გახდა, რომ ყველა დაწესებულებას უნდა დაეკმაყოფილებინა ის მინიმალური პირობები, რომელთა დახმარებითაც ადამიანები ვირუსის პრევენციას შეძლებდნენ.
მიუხედავად გლობალური პრიორიტეტულობისა, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების არსებობა საქართველოს რეალობაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. განსაკუთრებულ ყურადღებას რეგონებში არსებული სკოლებსა და ამბულატორიებში არსებული მდგომარეობა იქცევს. კვლევებმა, რომელიც სენმა ჩაატარა 2017-2021 წლებში, აჩვენა, რომ დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, სადაც ასევე ვხვდებით პრობლემებს, მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს სანიტარიას, სუფთა წყლის მიწოდებასა თუ ამ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას. 2013 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის და CENN-ის 2017-2021 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სკოლებში არ ბალანსდებოდა სანიტარული კვანძების რაოდენობა, აღინიშნებოდა მძიმე ანტისანიტარიული ვითარება, ტერიტორიაზე არ არსებობდა გამართული ხელსაბანი, გარდა ამისა, ადამიანებს არ ჰქონდათ წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე.
ფოტო: CENN
აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცების ქსელმა (CENN) პროექტ GEO-WASH „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით” ფარგლებში ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტის 42 სკოლასა და 27 ამბულატორიაში კვლევა ჩაატარა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (WASH) მდგომარეობისა და კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული მზადყოფნის შეფასება. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რამდენად ინფორმირებულები არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები, რამდენად ხელმისაწვდომია რესურსები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის. კვლევის დასასრულს სკოლებისა და ამბულატორიებისთვის ხარვეზების გამოსწორების მიზნით მომზადდა რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლებში შეფასდა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში არსებული პასუხი და გამოწვევები, მომზადდა რჩევები სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. ამბულატორიების შემთხვევაში კი დაფიქსირდა პირველადი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი პრობლემები, ასევე შეფასდა ცოდნა და გამოცდილება.
აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით სკოლებსა და ამბულატორიებში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები როგორც სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით, რომელთა გამოსწორება აუცილებელია. მსგავსი პრობლემების გადაჭრის საჭიროება განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში გამოიკვეთა, როცა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებმა მოუწოდეს მოსახლეობას აუცილებლად დაეცვათ სანიტარული ნორმები.
შეფასებული მუნიციპალიტეტის სკოლების გარკვეულ ნაწილში შეიმჩნევა პროგრესი, რაც პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია CENN მიერ WASH საკითხებზე განხორციელებული პროექტების ზეგავლენა, რაზეც სენი 2017 წლიდან მუშაობს და რასაც მრავალი შეფასებული სკოლის წარმომადგენელი ღიად ადასტურებს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში შეფასებული სკოლების უმეტესობაში ფუნქციონირებს ცალკე ტუალეტები გოგონებისა და ვაჟებისათვის. ამავე დროს გაზრდილია გოგონებისათვის განკუთვნილი ჯიხურების რიცხვი და უკეთ არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. თუმცა, აღნიშნული დადებითი ტენდენცია ჯერ კიდევ ბოლომდე არის მისაყვანი - საკმაოდ დიდია იმ სასწავლო დაწესებულებების რიცხვი, სადაც ტუალეტის ჯიხურების რაოდენობა არ არის კორელაციაში მოსწავლეთა გენდერულ განაწილებასათან და არ ითვალისწინებს მათ ასაკობრივ ჰიგიენურ საჭიროებებს. უნდა აღინიშნოს, რომ სანიტარული ნორმების დაცვამ განსაკუთრებული შედეგი იმ სკოლებში გამოიღო, სადაც შეიქმნა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფები, ე.წ. WASH საბჭოები, რომლებიც პერიოდულად აკონტროლებდნენ სანიტარული ნორმების დაცვას. წინა შეფასებებისაგან განსხვავებით (რომელიც 2017-2019 წლებში განხორციელდა), სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში ტუალეტებთან მოწყობილია ხელსაბანები, სადაც ხელმისაწვდომია საპონი და ხელსახოცი. ასევე განთავსებულია დამატებითი ხელსაბანები სკოლის ტერიტორიაზე. მიუხედავად პროგრესისა, ამ ეტაპზე, აქტუალურ პრობლემად რჩება თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი. მრავალ სკოლაში, საპირფარეშოები ეზოშია მოწყობილი და არ თბება. ბუნებრივია ასეთ ვითარებაში, ბავშვებისათვის ძნელია თითქმის გაყინული წყლით ხელების დაბანა და შესაძლოა ამის გამოც საერთოდ აარიდონ თავი. მუნიციპალიტეტის სკოლების უმეტეს ნაწილში, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების მხრივ, წინა შეფასებებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა. უფრო გამართულია წყალმომარაგების სისტემები, ხოლო სკოლების ნაწილში, პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო წლებში ადგილზევე მოეწყო ჭაბურღილები. ამავე დროს, პერიოდულად ხდება წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. სკოლებში წინა WASH შეფასებებთან შედარებით, გამოსწორებულია მყარი ნარჩენების უტილიზაციის საკითხი. მრავალ სკოლასთან უკვე ხელმისაწვდომია დასუფთავების ადგილობრივი სამსახურის სანაგვე კონტეინერები, რომლებიც რეგულარულად იცლება. საიმედო ვითარება დაფიქსირდა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში სკოლების მზადყოფნასთან დაკავშირებით. ყველა შეფასებულ სკოლას შემუშავებული აქვს კოვიდ-19 პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმა.
ფოტო: CENN
სასწავლო დაწესებულებებისაგან განსხვავებით, პირველადი ჯანდაცვის ობიექტების (ამბულატორიების) შემთხვევაში წყლისა და სანიტარია-ჰიგიენის მიმართ არსებული სტანდარტები არ არის სათანადოდ გაწერილი და ამ მხრივ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს. ამბულატორიებს შორის შესამჩნევი განსხვავებაა სანიტარული კვანძების რაოდენობის კუთხით. არის შემთხვევები, როცა მუნიციპალიტეტის ერთ ამბულატორიაში ვხვდებით ცალკე აბაზანასა და ტუალეტს, მაშინ როცა სხვა ამბულატორიას შენობის გარეთაც არ გააჩნია სათანადო სანიტარული ნორმების დაცვით ფუნქციონირებადი ტუალეტი. აღნიშნული პირობების შედეგად ამბულატორიებში პაციენტთა მიმართვიანობა ნაკლებია, ადამიანები ცდილობენ პირდაპირ ქალაქებში გაემგზავრონ, რაც დისბალანსს იწვევს, განსაკუთრებით პანდემიის დროს, როცა ყოველი წამი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ვირუსის დადასტურებისას.
მიუხედავად ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოებისა და შესამჩნევი პროგრესისა, სამიზნე მუნიციპალიტეტში სოფლის ამბულატორიების ნაწილს კვლავაც არ გააჩნია ელემენტარული პირობები პაციენტთა სათანადოდ მომსახურების უზრუნველსაყოფად. შენობების ნაწილი კვლავაც არ არის ადაპტირებული შშმ პირებზე, არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. შეიძლება ითქვას, რომ პირველადი ჯანდაცვის სერვისები სოფლების ნაწილში ფაქტობრივად ფორმალურ ხასიათს ატარებს.
აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც ექიმები ამბულატორიებში ვერ მუშაობენრიგი მიზეზების გამო, როგორებიცაა: უტრანსპორტობა, შენობაში არ არსებული ელექტროენერგია და გათბობა.შესაბამისად, რიგ მუნიციპალიტეტებში პაციენტებს საერთოდ არ აქვთ ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე. ზოგ შემთხვევებში კი მათ უწევთ რაიონულ ცენტრში ჩასვლა სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რითაც დარღვეულია პირველადი ჯანდაცვის ძირითადი პრინციპი - ადვილი და სწრაფი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე და დაავადებათა დროული პრევენცია. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ არსებული პრაქტიკა არახელსაყრელია. მოსახლეობა ფაქტობრივად უგულებელჰყოფს ადგილობრივ ამბულატორიებს და აქცენტს რაიონულ დაწესებულებებზე აკეთებს, რითაც მიმართვიანობა ქალაქებსა და რაიონებში არსებულ დაწესებულებებზე იზრდება. ფაქტობრივად, ამბულატორია კარგავს მის უპირველეს ფუნქციას, პანდემიის მართვის პროცესში იგი ეთიშება მნიშვნელოვან ჯაჭვს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ხელმისაწვდომობის პრობლემა წლის ცივ პერიოდში, როდესაც გადაადგილება უფრო გართულებულია. ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ამბულატორიების გათბობის საკითხი ზამთრის განმავლობაში. სკოლების მსგავსად, ამბულატორიებს ძალზე შეზღუდული რაოდენობით ან საერთოდ არ გააჩნიათ ჰიგიენის საკითხებზე საინფორმაციო მასალები მოსახლეობაში გასავრცელებლად. ყოველივე ეს განაპირობებს დაბალ ცნობიერებას WaSH საკითხების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე, რასაც კარგად ადასტურებს სამიზნე დასახლებებში არსებული მძიმე ვითარება. აუცილებელია სამედიცინო პერსონალის მობილიზება და მათი ცოდნის ამაღლება წყლისა და სანიტარია-ჰიგიენის საკითხების აქტუალურობაზე.
რაც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებს, ამბულატორიის ექიმების აბსოლუტურ უმეტესობას გავლილი აქვს ტრენინგები პირველად ჯანდაცვაში კოვიდ-19-ზე საეჭვო პაციენტების მართვის შესახებ.
დასასრულ, უნდა აღინიშნოს რომ წინა წლებთან შედარებით სკოლები, ამბულატორიებთან შედარებით უფრო მეტად განიცდიან პროგრესს. მიუხედავად ამისა, საჭიროა სამომავლოდ კვლავ გაგრძელდეს ამ დაწესებულებათა მხარდაჭერა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები