რატომ ჯდება მეორეული საბურავი უფრო ძვირი ვიდრე ახალი?!
ფოტო: თეგეტა მოტორსი
როგორ წარმოგიდგენიათ იაროთ ზაფხულში თბილი, მაღალყელიანი ფეხსაცმლით, ზამთარში კი ღია სანდლები მოირგოთ?! გეთანხმებით, თითქმის წარმოუდგენელია. ზუსტად ასევეა აუცილებელი მანქანის საბურავის სეზონური ცვლილება. შესაძლოა ვინმესთვის მსგავსი შედარება ღიმილისმომგვრელი იყოს, თუმცა შედეგზე ალბათ მარტივად შევთანხმდებით, საბურავის და ფეხსაცმლის შემთხვევაშიც:
-
ჩვენი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება
-
ჩვენი ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება
საბურავი ავტომობილის ის ცვეთადი ნაწილია, რომელიც რეგულარულ შეცვლას საჭიროებს. ცვლილება რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: მანქანის მუშაობის ინტენსივობაზე, წელიწადის დროზე, გზების მდგომარეობაზე და ა.შ. ყველა მძღოლი ერთდროულად უნდა ფლობდეს ორ კომპლექტს: ზამთრის და ზაფხულის საბურავს.
ავტომობილის მოვლისას ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯით "გამოვძვრეთ". სწორედ ამ მიზეზით მძღოლების დიდი ნაწილი არჩევანს მეორეულ საბურავზე აკეთებს. ერთი შეხედვით, რატომაც არა — ერთ ზამთარს გადაგატანინებთ. სინამდვილეში ვამცირებთ ერთჯერადად გადასახდელ თანხას და ვზრდით საფრთხეს. საქმე ის არის, რომ მეორეული საბურავების უმრავლესობას დაზიანებები ან დეფექტი აქვს, რაც საბოლოოდ ისევ თქვენს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.
ერთი კარგი მაგალითიც მაქვს გასახსენებლად — მეგობარზე მოგიყვებით, ოჯახთან ერთად ბათუმში ჩასვლას და გზად მშობლიური სოფლის მონახულებას რომ გეგმავდა. მოკლედ, დასავლეთ საქართველოს გვარიანად ათვისება უნდოდა. თბილისიდან გასვლამდე ზეთთან ერთად საბურავებიც გამოცვალა. ერთ-ერთ მაღაზიაში "პროფესიონალებს" ენდო და მეორეული საბურავები შეიძინა, დაზოგილი თანხა შვებულების ხარჯებში გადადო და მაგისტრალს თამამად დაადგა. გზის ნახევარი ნამდვილად უპრობლემოდ იარა, ვერაფერს იტყვი.
ფიქრები ბედნიერ დასვენებაზე მოულოდნელმა ხმამ გაფანტა. ამას მოჰყვა ბიძგიც და ოცნებები საბურავთან ერთად ჩაიფუშა. იმედს არ დაკარგავდა, ეს რომ მხოლოდ ერთი საბურავი ყოფილიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა კატასტროფაა როდესაც ორი საბურავი ერთდროულად გამოდის მწყობრიდან.
მოკლედ, რომ არა მძღოლის ინსტინქტები და ცოტა იღბალიც, შეიძლება ეს ყველაფერი ფატალურადაც კი დასრულებულიყო. საბედნიეროდ ავარიული გაჩერების შემდეგ, მანქანიდან ყველა უვნებელად გადმოვიდა.
ემოციებმაც თითქოს ჩაიარა და ახლა ანალიზის დრო დადგა: რა მოხდა? გამართული მანქანით არ წამოვიდნენ? ხან ავტობანზე გატეხილი ბოთლის ვერსიაო, ხან ლურსმანი ხომ არ ეგდო გზაზეო, იფიქრეს. თუმცა, რეალური მიზეზი წინა საბურავმა თქვა და ყველაფერს ფარდა აეხადა. უკანას მსგავსად, წინა საბურავებიც თითქმის იდენტურ მდგომარეობაში იყო, უბრალოდ უკანები რამდენიმე წუთით ადრე გასკდა. გაირკვა, რომ საბურავები თავიდანვე პრობლემური იყო, დაბალმა ტემპერატურამ, გრძელმა გზამ და დატვირთვამ კი მწყობრიდან გამოიყვანა.
საბოლოოდ მანქანა ბათუმამდე ევაკუატორით ჩაიყვანეს, ხოლო ჩემი მეგობარი თავისი ოჯახითა და ბარგით, სასტუმრომდე ტაქსით მივიდა. საბოლოოდ ეკონომია კი არა, ფულის ფლანგვა გამოუვიდათ, მაგრამ გადავრჩითო, თავს ამით იმშვიდებდა. იქვე ყველაზე ახლოს რაც იყო, თეგეტას ბათუმის ფილიალს მიაკითხა და გადაწყვეტილების სისწორეში სრულიად დარწმუნებულმა, ნაწილებიც და საბურავებიც ახალი შეიძინა.
როგორ დაისვენესო, არ იკითხოთ. ერთი ის ვიცი, რომ დედაქალაქს შეფერხების გარეშე, მშვიდობით დაუბრუნდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები