ომბუდსმენი: მიუღებელია გამოძიების დასრულებამდე ციხის თანამშრომლის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში მასობრივი და უხეში ჩარევა
სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის შეურაცხყოფისა და მისი პოსტერების განთავსებისგან. საუბარია პირზე, რომელიც მედიასაშუალებების ნაწილის ინფორმაციით, სწორედ ის არის, ვინც გლდანის ციხეში შეყვანისას სააკაშვილს დაემუქრა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებული პირის მიმართ შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი წარწერები და პოსტერები გავრცელდა როგორც ღია საჯარო სივრცეში, აგრეთვე, მის საცხოვრებელ კორპუსში. სახალხო დამცველი მიუღებლად მიიჩნევს გამოძიების დასრულებამდე, მოხელის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ასეთ მასობრივ და უხეშ ჩარევას.
"მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა დადასტურებული არ არის. ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის ადრესატის ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დაცვის საჭიროებას და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერებისა და პოსტერების განთავსებისგან, რაც, შესაძლოა, ახალისებდეს, მათ შორის, ბავშვის მიმართ ძალადობას, ბულინგს თუ სხვაგვარ ქმედებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ თემაზე ომბუდსმენმა 9 ნოემბერს, მას შემდეგაც ისაუბრა, რაც გიგი უგულავამ აქციაზე თანამშრომლის სახელი თქვა და განაცხადა, რომ მასზე შვილებმა და მათმა კლასელებმაც უნდა იცოდნენ. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება. ნინო ლომჯარიამ მოუწოდა საჯარო პირებს და პოლიტიკოსებს, პოლიტიკური დებატებისას თუ სხვა ნებისმიერ პროცესში, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის სტანდარტით და არ მოახდინონ ბავშვის მიმართ ძალადობის, ბულინგის თუ სხვაგვარი ქმედების წახალისება. კრიტიკის შემდეგ უგულავამ ბოდიში მოიხადა.
გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში". მისივე განცხადებით, მოითხოვა ამ ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა უარი უთხრეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები