ნიუ-იორკში ჯაზს ქართველი მუსიკოსები აჟღერებენ
ფოტო: ventdusud / Shutterstock
ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში მოეწყო ჯგუფ “ნიუტონის” სოლისტ ბაბის მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტი, რომლის ორგანიზატორი ამერიკაში მყოფი სალომე კორკოტაშვილი იყო. მასთან ერთად სცენაზე პრესტიჟული “Berklee College of Music"-ის სტუდენტები - სოსო გელოვანი და პაპუნა შარიქაძე იდგნენ. სალომე კორკოტაშვილმა ამერიკულ კონკურსში, რომლის მიზანი ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორის აღმოჩენა იყო, 15 ათას მუსიკოსს შორის გაიმარჯვა. თეა თუაშვილი მოგვითხრობს ნიუ-იორკიდან.
პატარა გოგონა, რომელიც წლების წინ “ ვარსკვლავებზე” მღეროდა ახლა უკვე სასცენო სახელს სალიოს ატარებს და სიმღერებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე, გრძნობებზე და შეგრძნებებზე წერს. სალომე კორკოტაშვილის სიმღერა " Wayside" “SongBuilder Studios” -ის მიერ ჩატარებულ კონკურსში თხუთმეტი ათას კონკურსანტს შორის საუკეთესოდ შეფასდა. პრიზი ბალტიმორში მდებარე სტუდიაში გრემის ნომინანტ პროდიუსერებთან მუშაობა და სიმღერის უსასყიდლოდ ჩაწერა იყო. სალომე კორკოტაშვილი ამბობს რომ ბედნიერია, რადგან “ისე კარგად აეწყო ყველაფერი” რომ მან დამატებით კიდევ ორი სიმღერა ჩაწერა.
სალომე კორკოტაშვილი: ბალტიმორში მქონდა სიმღერის ჩაწერა. ეს ახალი სტუდიაა და ეძებდნენ ახალგაზრდა ტალანტებს. სურთ, რომ იქ ჩაწერილი სიმღერა ამერიკულ რადიოებში დატრიალდეს. ამ სიმღერების მიქსს მალე დაამთავრებენ და გაუშვებენ ყველგან. მიხარია, რადგან ძალიან კარგი პროდიუსერები გავიცანი და ისე უცბად ჩავწერე სიმღერა, რომ კიდევ ორი სიმღერა ჩამაწერინეს უფასოდ.
ამჯერად, შეერთებულ შტატებში ერთი თვით გაჩერდა, თუმცა ამბობს, რომ ბევრი შეხვედრა ჰქონდა და საინტერესო წინადადებებიც მიიღო. ამერიკულ კონკურსში მონაწილეობისთვის მისი კლიპი და მონაცემები მისმა მეუღლემ გაგზავნა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. გამკაცრებული სავიზო პოლიტიკის გამო სალომეს ორჯერ უთხრეს უარი ბრიტანეთში შესვლაზე. თუმცა სალიო ნიუ-იორკში სექტემბერში დაბრუნდება და ახალ პროექტებზე მუშაობას დაიწყებს. ის ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტს მიაღწევს.
სალომე კორკოტაშვილი: ნიუ-იორკში ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ამერიკაში ჯერჯერობით მიმართლებს და დაინტერესებაც არის. ძალიან ბევრი ნიჭიერი და მაგარი მუსიკოსი, მომღერალია დღეს ნიუ-იორკში-ქართველები და მინდა ყველას დავეხმარო და ერთად ავიდეთ მწვერვალზე.
ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსებთან პაატა შარიქაძესთან, სოსო გელოვანთან და გიორგი ბერიშვილთან (ხონძი) ერთად სალომემ ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტ ბაბის მხარდამჭერი კონცერტი მანჰეტენზე, " RockWood Music Hall"-ში გამართა.
სოსო გელოვანი: სალოს უნდოდა თავისი მუსიკა ყოფილიყო კონცერტზე. ძველი ჰიტებიდან, რაც ხალხს კარგად ახსოვს, ჯგუფი "პაპარაციდან" მხოლოდ ვარსკვლავები შევასრულეთ, დანარჩენი სულ ახალი პროგრამა იყო. მე სალომესთან ადრე ვუკრავდი თბილისში როცა ვცხოვრობდი.
გიორგი ბერიშვილი ნიუ-იორკის "New School of Music"-ში სწავლობს, ხოლო პაატა შარიქაძე და სოსო გელოვანი "Berklee College of Music"-ში სწავლობენ, რომელსაც წელს ვაჟა მანია ამთავრებს. გასულ წელს ეს კოლეჯი კიდევ ორმა ქართველმა მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ და ბაჩა მძინარაშვილმა დაამთავრეს. "ბერკლის" კოლეჯის პირველი ქართველი კურსდამთავრებული 90-იან წლებში გიორგი მელიქიშვილი იყო, რომელსაც აქ - ჯორჯ მელს ეძახდნენ, ახლა ის საქართველოში ცხოვრობს. ამჟამად კოლეჯში, რომელიც შეიძლება ითქვას ქართველი მუსიკოსების თაობებს ზრდის, 7 ქართველი სტუდენტი სწავლობს.
პაატა შარიქაძე: სომხეთიდან თითქმის არავინ არის. ვეძებდი და ვერავინ ვნახე, არც აზერბაიჯანიდან ვიცნობ ვინმეს. ბალტიისპირეთიდან არიან, რუსეთიდანაც არიან, მაგრამ ბევრნი არ არიან. ქართველები რაოდენობრივად ყველაზე მცირედ ვართ წარმოდგენილი. ბევრია ესპანელი, ლათინო-ამერიკელები კორეელები და ჩინელები. ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ბევრს ნიშნავს ამ კოლეჯში ამდენი ქართველის ყოფნა.
3 აპრილს, ნიუ-იორკის ბოჰემურ "ისტ ვილიჯში" მდებარე ცნობილ ჯაზ-კლუბში " Blue Note" მუსიკოსი პაატა შარიქაძე მისი კოლეჯის სტუდენტებთან ერთად დაუკრავს. უკვე ოთხი აპრილიდან კი აქ ერთ-კვირიანი პროგრამით ბექა გოჩიაშვილი გამოვა. ცივი და თოვლიანი მარტის შემდეგ მონატრებული გაზაფხული ნიუ-იორკში ქართველების მიერ შესრულებული ამერიკული ჯაზით იწყება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები