ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა
ფოტო: დავით ნიორაძე/Facebook
შალვა ამირანაშვილის სახელობის, ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ნიორაძე აცხადებს, ის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მსგავსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა არ სურდა და ამ მიზეზით, უფრო დაბალ, კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადასვლა უნდოდა.
"არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია მუზეუმის ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით. საჯაროდ, პროფესიულ წრეებში. ამ ნაბიჯის გადადგმა დროის ამბავი იყო, მაგრამ ბევრი რამე მაკავებდა: ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები და საქმე, რომელსაც ამდენი წელია ვაკეთებ და ძალიან მიყვარს. ჩემი მოთხოვნა იყო: დირექტორის თანაშემწის პოზიციიდან კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადაყვანა, უფრო დაბალ პოზიციაზე, უფრო დაბალი ხელფასით. იმიტომ, რომ არ მინდოდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა, რომლის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმისადმი მიდგომას კატეგორიულად არ ვეთანხმები", — წერს ნიორაძე Facebook გვერდზე.
ნიორაძის თქმით, მან მუზეუმის ახალი დირექტორისგან მოთხოვნაზე უარი მიიღო და არჩევანი ახალ ხელშეკრულებაზე დათანხმებასა და პოზიციის დატოვებას შორის ჰქონდა, რის შემდეგად თანამდებობიდან გადადგა.
"გული მწყდება მუზეუმის ძალიან ბუნდოვან მომავალზე. ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვუხდი ბოდიშს. ეს ჩემი მტკიცე პოზიციაა! თუ ამ არჩევანის წინაშე მაყენებენ, გადაწყვეტილების მიღება არ არის ძნელი", — ამბობს ის.
4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ განცხადებებს პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები