დასჯადი გახდეს არასრულწლოვანთა იძულებითი ნიშნობა — საკანონმდებლო წინადადება
ფოტო: Doğan News Agency
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო წინადადება არასრულწლოვანთა ნიშნობის კრიმინალიზების შესახებ. წინადადების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილს, რომელიც იძულებით ქორწინებას არეგულირებს, უნდა დაემატოს პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონით დარეგულირდება იძულებითი ნიშნობაც.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები განმარტავენ, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხევდით, ნიშნობის იძულება რიგ შემთხვევებში ექცევა ქორწინების იძულების მუხლის ქვეშ. მათ მაგალითად მოჰყავთ მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ფონიჭალაში მომხდარი შემთხვევა, როცა 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის ნიშნობაზე გამოძიებაზე გამოძიება სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
საკანონდებლო წინადადების ინიციატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით გამოძიება და სასამართლო ნიშნობას ქორწინების წინაპირობად მიიჩნევს, შესაბამისად, მის იძულებას — ქორწინების იძულებად, მნიშვნელოვანია ეს ორი ქმედება ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.
გიულჩინ ახმედოვა, სტუდენტი, რომელიც ამ წინადადების ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ ნიშნობის იძულების შესახებ ცალკე მუხლის არსებობა ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკას გააუმჯობესებს.
"ცხადია, შეიძლება ნიშნობა ქორწინებისკენ იყოს მიმართული, თუმცა არის შემთხვევები, როცა ნიშნობა აპრიორი ქორწინებას არ გულისხმობს. სამოქალაქო კოდექსშიც ნიშნობა სხვანაირად არის განმარტებული და ქორწინება სხვანაირად. კერძოდ, ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით [1106-ე მუხლი], ხოლო ნიშნობა, ეს არის ქორწინებაზე წინასწარი თანხმობა [1109-ე მუხლი].
ჩვენი აზრით, ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული მუხლის შეტანა, რაც, რა თქმა უნდა, იქნება მიმართული ნიშნობის იძულებით აკრძალვისკენ, უფრო კარგი იქნება სასამართლო პრაქტიკისთვის — მოსამართლეები პირდაპირ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას დააფუძნებენ სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლს", — განმარტა ახმედოვამ კომიტეტის სხდომაზე.
წინადადების ერთ-ერთი ავტორი, კახაბერ ძაგანია განმარტავს, რომ იძულებითი ნიშნობა უკვე არის დასრულებული ქმედება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვანზე. ამიტომ აცხადებს, რომ ნიშნობის იძულება უნდა განიხილებოდეს შემდგარ დანაშაულად და არა მხოლოდ ქორწინების იძულების წინაპირობად.
"რა პრობლემა დაინახეს სტუდენტებმა — როდესაც ნიშნობის პრაქტიკული საქმეები ხდება, როდესაც ასეთი ცუდი დანაშაული მოხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში სასამართლო და საგამოძიებო ორგანოები მიდიან ქორწინების მუხლით, ანუ სჯიან ქორწინების მუხლით. ეს არის სასამართლო პრაქტიკა [...]
მნიშვნელოვანი არის ის, რომ უფრო მკაფიო გახდეს სისხლის სამართლის კოდექსში, თუ რატომ უნდა დაისაჯოს კონკრეტულად ადამიანი, რომელიც იძულებით ნიშნობას განახორციელებს. იმიტომ, რომ იძულებითი ნიშნობა არის დასრულებული მოქმედება. გულჩინა მიყვებოდა, რომ ჩვენს სამეზობლოში მე თვითონ შევხვედრივარ ხშირად ნიშნობის მიერ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგდებულ ბავშვებსო. ქორწინებაზე აღარ არის ლაპარაკი", — ამბობს ძაგანია.
კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ნიშნობა არასრულწლოვნისთვის გარკვეულ ეთიკურ და მორალურ ვალდებულებებს წარმოშობს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი ქორწინება მისი სრულწლოვნ ასაკშია დაგეგმილი. რადგან სასამართლო პრაქტიკა არასრულწლოვნის იძულებით ნიშნობას დასჯადად აცხადებს, სარჯველაძემ ამ წინადადების გაზიარებისგან თავი შეიკავა, თუმცა დააანონსა სამუშაო ჯგუფის შექმნა.
"ჩვენ ყველას გვესმის, რომ როდესაც არასრულწლოვნის დანიშვნა ხდება, ეს გარკვეულ მორალურ, ეთიკურ, რელიგიურ ვალდებულებებს შეიძლება წარმოშობდეს მისთვის, თუნდაც ქორწინება მოგვიანებით, სრულწლოვანების ასაკში ხდებოდეს [...]
შევქმნით სამუშაო ჯგუფს და ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და მე აქვე მინდა ვთხოვო სავალანს [მირზოევი], ზაურს [დარგალი], რაკი გვქონია ამ თემაზე საუბარი, ჩავერთოთ ამის მუშაობაში სხვა დეპუტატებიც და ერთობლივად გავაკეთოთ კანონის პროექტი, რომელიც ამ თემას გამოეხმაურება და რაღაცა ახლებურად მოწესრიგდება ან დავრწმუნდეთ, რომ არავითარი რეგულირების საჭიროება არ არის და პრობლემა სხვა რაღაცაშია და შესაბამისად, ამ სხვა რაღაცაზე ყურადღების მიქცევის შესაძლებლობებიც შეიძლება გაჩნდეს", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დისკუსიაში ჩაერთო დეპუტატი სავალან მირზოევიც, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა საკანონდებლო ცვლილებებთან ერთად მოზარდების შესაბამისი განათლებაა.
"ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ჩვენ უფრო ვიცით ამ საკითხების შესახებ, რეგიონში, სხვადასხვა რაიონში, სოფელში ძალიან ხშირად არის ამ მიმართულებით პრობლემები [...] აქ მარტო სისხლის სამართლის იმით არ არის, სხვა მიმართულებითაც არის სამუშაოები, რომ უფრო გაუმჯობესდეს. უფრო განათლების მიმართულება არის აქ, ინფორმაციის ნაკლებობაც არის და ა.შ.", — ამბობს მირზოევი.
გიულჩინ ახმედოვასა და კახაბერ ძაგანიას გარდა საკანონმდებლო წინადადების ავტორები ელენე ჭიპაშვილი და მამუკა გულდედავა არიან. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ინიციატივის დასამუშავებლად შესახებ რამდენიმე დღეში შეიკრიბება. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯგუფის მუშაობის მთავარი მიზანი იქნება განსაზღვროს, არსებული კანონმდებლობა ხომ არ ტოვებს ტოვებს სისხლის სამართლის კოდექსს გარეთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც თავისი შინაარსით უნდა იყოს დასჯადი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები