ნათია თურნავა

15 Nov. 2021, 12:27

ინფლაცია არის პრობლემა. ამას ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა, პირველ რიგში. თუ შევხედავთ ინფლაციის დონეს მსოფლიოში, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის მეტად მტკივნეული და ამითი არის განპირობებული თუნდაც ის ინიციატივა, რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა. 2005, 2006, 2007 წლებში, მაშინაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2007-ში, თუ არ ვცდები, ორნიშნა ზრდაც იყო, სიღარიბე ლამის 39-40%-ს აღწევდა. 2018-ში, 2019-ში და 2020-ში, მიუხედავად პანდემიისა, სიღარიბის დონე იყო 19-21%. იმიტომ, რომ [ეკონომიკის] ზრდა გახდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური. ანუ, ზრდის სიკეთე უნდა მოხმარდეს მთლიანად მოსახლეობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…