უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილის სანახავად არ უშვებენ, იუსტიციის მინისტრი მიზეზად კანონს ასახელებს
ფოტო: ლუდმილა დენისოვა / FB
უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში არ უშვებენ. ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ გლდანის #18 დაწესებულება სამკურნალოა და თავს იკავებენ შეუშვან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს.
"ბატონ სააკაშვილს ჰყავდა ორასზე მეტი ვიზიტორი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. აქვე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, მათ შორის, გუშინ, ასევე, მუდმივ რეჟიმში შედის პირადი ექიმი, ოჯახის წევრები და ყველა ის პირი, რომელიც არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი და #18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისაგან, იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება საქართველოს კანონმდებლობით, შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში", — განაცხადა მან.
უკრაინის სახალხო დამცველს შეხვედრა სურს თავად იუსტიციის მინისტრთანაც, ბრეგაძეს ამის შესახებაც კითხეს, რაზეც განაცხადა, რომ სჯობდა დენისოვას შეხვედრა მაშინ ეთხოვა, როცა პირველად ჩამოვიდა და ცალმხრივი განცხადება გააკეთა.
"წინა შემთხვევაში, როცა ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა განცხადება ცალმხრივად, ალბათ, კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. პირველად, როდესაც ქალბატონი დენისოვა ბრძანდებოდა და #12 დაწესებულებაში შევიდა, როცა გამოვიდა, მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის არცერთი, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს", — განაცხადა მინისტრმა.
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში პირველად 27 ოქტომბერს ჩამოვიდა. მან განაცხადა, რომ საზღვარზე 40 წუთით შეაყოვნეს და იქამდე არ შემოუშვეს, სანამ რამდენიმე პირთან არ დარეკა. ციხეში შესვლის შემდეგ დენისოვამ აღნიშნა, რომ დააფიქსირა სააკაშვილის არაერთი უფლების დარღვევა რის შესახებაც აცნობებდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს. მმართველ გუნდში მისი განცხადებები გააკრიტიკეს — ექსომბუდსმენმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დენისოვას შეფასებები დიპლომატიურობის და ყველაფრის საზღვრებს სცილდება.
5 ნოემბერს დენისოვამ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო სააკაშვილის უფლებების დარღვევა და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. 11 ნოემბერს კი განაცხადა, რომ გლდანის ციხის კლინიკაში სააკაშვილის მოთავსების ვიდეო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს ადასტურებს.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები