მაკდონალდს საქართველოს Fred L. Turner Golden Arch Award-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდს საქართველო ფრედ ლ. ტერნერის სახელობის Golden Arch ("ოქროს თაღის") ჯილდოს გამარჯვებულია. ჯილდო კომპანიას მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის, თანმიმდევრული მართვის, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობისა და სრულიად მაკდონალდსის სისტემის გაძლიერებისთვის გადაეცა. ეს ჯილდო უმაღლესი დონის აღიარებაა მაკდონალდსის ფრენჩაიზებისთვის.
ფრედ ტერნერმა რეი კროკთან ერთად მაკდონალდსი რესტორნების პატარა ქსელიდან გლობალურ ბრენდად აქცია. მათი მონაპოვარის პატივსაცემად მაკდონალდსი ორ პრესტიჟულ ჯილდოს გასცემს: რეი კროკის გლობალურ ჯილდოს — გამორჩეული მენეჯერებისთვის, რომელიც მაკდონალდს საქართველომ ოთხჯერ მოიპოვა და ფრედ ლ. ტერნერის სახელობის ოქროს თაღის ჯილდოს — წარმატებული ფრენჩაიზებისთვის, რომლის მფლობელიც მაკდონალდს საქართველო წელს პირველად გახდა.
მაკდონალდსისგან ეს აღიარება წილად ხვდა 42 ფრენჩაიზს 20 ბაზრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დივიზიონში გამარჯვებულებს შორის წელს მხოლოდ მაკდონალდს საქართველო მოხვდა.
"საგულისხმოა, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზების მხოლოდ 1 პროცენტს ერგო წილად. ამიტომაც ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი სისტემის განვითარებაში. ეს წვლილი კი თავის მხრივ გულისხმობს თქვენს აქტიურ როლს ბიზნესში და ასევე, თქვენს ენთუზიაზმს მაკდონალდსის ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ჩვენი ბრენდი აქტიურად ოპერირებს“ — ნათქვამია მაკდონალდის პრეზიდენტის, იან ბორდენის მიერ მაკდონალდს საქართველოს ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მაკდონალდსი აფასებს საქართველოს ფრენჩაიზის ზრდაზე ორიენტირებულ და ლიდერულ მიდგომებს და აღიარებს მის სწრაფვას საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი.
"თქვენ შეძელით და დაამკვიდრეთ სამაგალითო სტანდარტები თქვენს რესტორნებში. ბოლო წლებში, საგრძნობლად გაიზარდა ჩვენი ბრენდისადმი სანდოობა, რაც სწორედ თქვენი სარესტორნო ქსელების თავდადების დამსახურებაა. ბაზარზე მიღწეული ასეთი შთამბეჭდავი შედეგების გამო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი კომპლიმენტები" —წერს მაკდონალდსის პრეზიდენტი.
გამარჯვებულებთან საზეიმო შეხვედრა 2022 წლის აპრილში ფლორიდაში, მაკდონალდსის მსოფლიო კონვენციაზე შედგება.
მაკდონალდს საქართველომ 1999-2020 წლებში ქვეყანაში 106,134,482 ლარის ოდენობის ჯამური ინვესტიცია განახორციელა. 2020 წელს ორი ახალი რესტორანი, 2021 წელს კი ბრედფილდის პურის საწარმო გახსნა, რომელთა ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 45,000,000 ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ 1999-2020 წლების განმავლობაში მაკდონალდს საქართველომ ბიუჯეტში 115,652,448 ლარი შეიტანა.
ამჟამად მაკდონალდსში დასაქმებულია 1300-ზე მეტი თანამშრომელი. 2022 წელს კი იგეგმება 3 ახალი რესტორნის გახსნა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
"პანდემიის მიუხედავად, შრომითი ხელშეკრულება არც ერთ თანამშრომელთან არ შეგვიწყვეტია. მაკდონალდსის თანამშრომლები მუდმივად გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგს და გადამზადებას. ეს წარმოების და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მუდმივი პროცესია", — აცხადებენ მაკდონალდს საქართველოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები