ჯულია რობერტსი ახალ ტრილერში პილოტის როლს შეასრულებს
ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯულია რობერტსი ახალ ფილმში პილოტის როლს ითამაშებს. სურათი ბესტსელერი წიგნის, Fool Me Once, ეკრანიზაცია იქნება.
ფილმის სიუჟეტი მარტოხელა, ქვრივი დედის გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფში პილოტად მუშაობს. სახლში დაბრუნებული ჯულიას პერსონაჟი შემთხვევით დაინახავს, რომ მისი ქალიშვილი მამას ეთამაშება, რომელიც ორი კვირის წინ გარდაიცვალა. სწორედ აქედან დაიწყება ისტორია, სადაც მთავარი პერსონაჟი უნდა გაერკვეს რა ხდება მის ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელი ნოემბერში ჯულიას კიდევ ერთ ფილმს, რ. ჯ. პალაციოს წიგნის, საოცრება, ეკრანიზაციას იხილავს, რომელიც დეფორმირებული სახით დაბადებული ავგუსტ პულმანის ისტორიას გვიყვება. მთავარ როლს ჯულია რობერტსთან ერთად ჯეიკობ თრამბლი შეასრულებს.
ამასთანავე იგეგმება ჯულიასა და ვაიოლა დევისის კიდევ ერთი კოლაბორაცია, მნიშვნელოვანი წვრილმანები, ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის სიუჟეტიც ჯოდი პიკოლტსის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანს ეფუძნება, ისტორის ეპიცენტრში კი ორი ქალია.
კინოსურათი, რომელზეც ლა ლა ლენდის პროდიუსერები DreamWorks Pictures-თან და Amblin Entertainment-თან ერთად იმუშავებენ, რასებს შორის ურთიერთობას ეხება.
ვაიოლა დევისი ფილმში აფროამერიკელი მედდის, რუთის როლს შეასრულებს, რომელსაც ქმარი ავღანეთის ომში დაეღუპა. ჯულია რობერტსი კი სახალხო დამცველის, კენედ მაკკუარისის როლს მოირგებს.
კიდევ ერთი როლი, რომელსაც ჯულიას გულშემატკივრები ელიან ასევე ბესტსელერი წიგნის I’ll Get You! ეკრანიზაცია იქნება. ფილმი ნარკოტიკებზე, ტერორსა და ტყუილზეა, რომელის წინააღმდეგაც რობერტსს მარტოს მოუწევს ბრძოლა.
წიგნი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის კელი პიტერსის (ჯულია რობერტსი) ამბავს აღწერს, რომელიც სრულიად მარტო რჩება დიდი აფერის წინააღმდეგ, რომელმაც მას ცხოვრება თავდაყირა დაუყენა.
კელი პიტერსი მასწავლებელ მშობელთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო და თავისი ქალიშვილის კოლეჯში მოხალისედ მუშაობდა. ერთ დღესაც, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ის ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა და ბრალად დასდო, თითქოს მან მისი შვილის მანქანაში ნარკოტიკული ნივთიერებები შეინახა. ამბავმა დიდი აჟიოტაჟი და სკანდალი გამოიწვია, რამაც მთავარი პერსონაჟის წარმატებული კარიერა მიწასთან გაასწორა. საქმეში უამრავი ადვოკატი ჩაერია, თუმცა ამაოდ - კელი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ის დააპატიმრეს. 5 წლიანი მძიმე სასჯელის შემდეგ სასამართლომ კელი უდანაშაულოდ სცნო და კომპენსაციის სახით $5,7 მილიონი გადაუხადა. თუმცა ამბავი ამით არ სრულდება, ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენის პროცესი და იმის გარკვევაა, თუ ვის და რატომ აწყობდა პიტერსის დაპატიმრება.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ისტორია ამერიკის სასამართლოს ისტორიაში, რომელმაც უდანაშაულო ქალის ცხოვრება დაანგრია.
ამასთანავე ჯულია რობერტსი ტელევიზიასაც არ ტოვებს უყურადღებოდ და სულ მალე HBO-ს ახალი სერიალის მთავარი ვარსკვლავი გახდება.
დღეს ყველაფერი შეიცვლება - ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც მარია სიმპლის ამავე სახელწოდების ბესტსელერი ნოველის ეკრანიზაცია იქნება.
ისტორია ელეონორ ფლუდის გარშემო ვითარდება, რომელმაც იცის მისი არეული ცხოვრების შესახებ, თუმცა ერთ დღეს გადაწყვეტს ყველაფერი შეცვალოს. ის უნდა გაუმკლავდეს შვილს რომელიც გამუდმებით ატყუებს, მოღალატე ქმარს რომელთან სექსიც ელეონორს სიამოვნებას აღარ ანიჭებს, კოლეგებს, რომელთაც მისი წარმატებების შურთ და ა.შ.
კრიტიკოსებმა წიგნი შეაფასეს, როგორც ყველაზე დრამატული, იუმორისტული, სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც გამუდმებით გაიძულებს მიჰყვე და ბოლომდე გადაეშვა საიდუმლოებებით, დრამითა და ტრაგიზმით აღსავსე ისტორიაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები