ნანუაშვილის თქმით, უკრაინის ომბუდსმენის ციხეში არშეშვებით, მთავრობა რუსულ პრაქტიკას იზიარებს
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ომბუდსმენის ციხეში არშეშვებით საქართველოს ხელისუფლება იზიარებს იმ პრაქტიკას, რომელიც რუსეთშია დამკვიდრებული. მისივე თქმით, პენიტენციური სისტემა იხურება ყველა დამოუკიდებელი, ნეიტრალური დამკვირვებლისთვის, იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლება უკმაყოფილოა იმ განცხადებებით, რომელიც ლუდმილა დენისოვამ პირველი ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
"ეს ნამდვილად ჰგავს რუსეთის პრაქტიკას. ის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება რუსეთში და სხვა მსგავს დიქტატორულ ქვეყნებში, როდესაც არ უშვებენ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ უფლებადამცველს, შეიძლება ითქვას, რომ უფლებაშელახულ მოქალაქეებთან", — განუცხადა მან ფორმულას.
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში არ შეუშვეს. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ეს იმით ახსნა, რომ გლდანის #18 დაწესებულება სამკურნალოა და თავს იკავებენ შეუშვან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს.
დენისოვას შეხვედრა სურს თავად იუსტიციის მინისტრთანაც. ამაზე ბრეგაძე ამბობს, რომ რომ სჯობდა დენისოვას შეხვედრა მაშინ ეთხოვა, როცა პირველად ჩამოვიდა და ცალმხრივი განცხადება გააკეთა.
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში პირველად 27 ოქტომბერს ჩამოვიდა. მან განაცხადა, რომ საზღვარზე 40 წუთით შეაყოვნეს და იქამდე არ შემოუშვეს, სანამ რამდენიმე პირთან არ დარეკა. ციხეში შესვლის შემდეგ დენისოვამ აღნიშნა, რომ დააფიქსირა სააკაშვილის არაერთი უფლების დარღვევა რის შესახებაც აცნობებდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს. მმართველ გუნდში მისი განცხადებები გააკრიტიკეს — ექსომბუდსმენმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დენისოვას შეფასებები დიპლომატიურობის და ყველაფრის საზღვრებს სცილდება.
5 ნოემბერს დენისოვამ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო სააკაშვილის უფლებების დარღვევა და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. 11 ნოემბერს კი განაცხადა, რომ გლდანის ციხის კლინიკაში სააკაშვილის მოთავსების ვიდეო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს ადასტურებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები