ტომ ჰოლანდი შარშია — ნახეთ ადამიანი ობობას ახალი ფილმის ტრეილერი
ფოტო: COLUMBIA PICTURES
Sony-მ და Marvel-მა Spider-Man: No Way Home-ის მეორე ტრეილერი გამოუშვეს, რომელშიც ტომ ჰოლანდის, ზენდეიასა და ბენედიქტ კამბერბეჩის გმირების ისტორიას უკეთ ვეცნობით.
ასევე ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ადამიან ობობას დოქტორ რვაფეხასთან, მწვანე გობლინთან და ელეტროსთან მოუწევს შებრძოლება.
ფილმის რეჟისორი ჯონ უოტსია, რომელმაც ჰოლანდთან ერთად Spider-Man-ის ორი ნაწილი გადაიღო, მათ შორის 2017 წლის Spider-Man: Homecoming.
ამ ახალი ნაწილის პრემიერა 17 დეკემბერს შედგება. შეგახსენებთ, რომ ეს ფილმი მარველის განვითარებადი კინემატოგრაფიული სამყაროს მეოთხე ფაზის ნაწილია.
ფოტო: Marvel
რაც შეეხება მსახიობებს, ზენდეიას კვლავ მერი ჯეინის როლში ვიხილავთ, მარისა ტომეი კი დეიდა მეის პერსონაჟს ითამაშებს. ასევე ახალ ფილმში მაყურებლების წინაშე ბენედიქტ კამბერბეჩი დოქტორი სტრეინჯის, ჯეიმი ფოქსი ელექტროსა და ალფრედ მოლინა დოქტორი რვაფეხას როლებში წარდგებიან.
დოქტორი რვაფეხას ვიზუალი ძალიან ჰგავს იმას, რაც უკვე Spider-Man 2-ში გვინახავს — მაშინ ადამიან ობობას ტობი მაგუაირი თამაშობდა. რადგან ეს ბოროტმოქმედი მაშინ დაიღუპა და ახალ ფილმში მაინც ვხედავთ, ეს შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ წარსულის კადრებს გვაჩვენებენ. ეს ფაქტი კი ფანებს იმის იმედს უტოვებს, რომ ახალ ნაწილში Spider-Man-ის იგივე პერიოდის მსახიობებიც შეიძლება ვიხილოთ.
ფანები ასევე იმედოვნებენ, რომ ტობი მაგუაირს და ენდრიუ გარფილდს ვიხილავთ, რომლებმაც წინა ნაწილებში განასახიერეს ადამიანი ობობა. თუმცა კირსტენ დანსტმა, რომელიც მაგუაირთან ერთად თამაშობდა მერი ჯეინის როლს, Variety-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ახალ ფილმში მონაწილეობას არ იღებს.
ფოტო: COLUMBIA PICTURES/ EVERETT COLLECTION
თავდაპირველად ორ ფილმში ტომ ჰოლანდის მიერ შესრულებულმა პიტერ პარკერმა დიდი მოწონება და შექება დაიმსახურა, თუმცა კარგმა შეფასებებმა 2019 წელს Far From Home-ის გამოსვლის შემდეგ იკლო.
ვნახოთ, თუ როგორ გაართმევს ტომ ჰოლანდი თავს ამ ახალ ნაწილში მონაწილეობას და დაიმსახურებს თუ არა ისევ ერთგული ფანების მოწონებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები