საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეული გაიმართება
ფოტო: saqarT
საქართველოს ბანკი თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნად საიუბილეო კვირეული გაიმართება. დღეს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის ორგანიზებით ახალი ექსპოზიცია გაიხსნება, 20 ნოემბერს კი პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართება.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ნაწყვეტები დღიურიდან, პირადი წერილები, განცხადებები, ნახატები, მემორიალური ნივთები, აფიშები, პირადი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. ექსპონატთა შორის იქნება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიასა და გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული პორტრეტები. ასევე, ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი გალაკტიონის ბიუსტი.
ექსპოზიცია გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ასახავს: ბავშვობას, სტუდენტობას, პირველი წიგნის გამოცემას. დამთვალიერებელი ასევე იხილავს მასალას მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის (ამჟამად, პოეტის სახლ-მუზეუმი) შესახებ, აფხაზეთში, ჩარგალში, მესხეთ-ჯავახეთსა და ვანში მოგზაურობაზე.
გამოფენის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება გალაკტიონ ტაბიძის პირადი და საჯარო ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.
20 ნოემბრის 19 საათიდან კი გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება საიუბილეო საღამო, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს გააცნობს.
საღამოს ვახტანგ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე წაუძღვებიან. ისინი მოგვითხრობენ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე, წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.
სცენას გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები გააფორმებს. საღამოს რეჟისორი დავით საყვარელიძეა, მუსიკოსები კი დავით ევგენიძე, ეკო დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო (ბიბიჩა) კვაჭაძე და ცოტნე ზედგინიძე.
თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ის პროექტია, რომლის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. პროექტი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები