ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პარიტეტულ კონსილიუმში მონაწილეობა შემოგვთავაზეს — ემპათია
ცენტრი ემპათია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პარიტეტულ კონსილიუმში მონაწილეობა შესთავაზეს. ემპათია კონსილიუმში ჩართვაზე მზად ყოფნას გამოთქვამს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის დაუყოვნებლივ შეიქმნება.
მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამასთანავე, სააკაშვილთან არ უშვებენ მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყოფშიძეს, აუცილებელია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გარკვევა დაუყოვნებლივ მოხდეს პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის მიერ.
"მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას, თუ თქვენი ნამდვილი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გთხოვთ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში მოაგვაროთ პარიტეტული კონსილიუმის შექმნის ფორმალური მხარე და დღესვე მიეცეს შესაძლებლობა პარიტეტულ კონსილიუმს განახორციელოს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან, რათა მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მე-18 დაწესებულებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების პოსტ-შიმშილობის მართვის შესაძლებლობასთან შესაბამისობის დადგენა", — აღნიშნავენ ცენტრში.
მათივე განცხადებით, 18 ნოემბერს კონსილიუმმა ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სად და რა პირობებში უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და როგორი იქნება მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის გეგმა. ცენტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო შესასრულებლად და დაუყოვნებლივ აღსრულდეს.
ემპათიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ თუ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მათ განცხადებას უახლოეს რამდენიმე საათში არ გამოეხმაურებიან, მაშინ ისინი ჩათვლიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება მიზნად ისახავს არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, არამედ აღნიშნულის იმიტაციას და დროის გაყვანას, რაში მონაწილეობის მიღებაზეც ემპათია უარს ამბობს.
16 ნოემბერს ექსპრეიდენტის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველმა ექიმთა კონსილიუმი შექმნა. ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები