სააკაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა, გამოიძახეს ექოსკოპია, ადგილზე არ ჰქონდათ ეს სერვისი — ხერხეულიძე
ფოტო: On.ge / მარიამ ქავთარაძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილს მაღალი წნევა ჰქონდა და ექოსკოპია გამოიძახეს, რადგან გლდანის ციხის სამკურანლო დაწესებულებაში ეს მომსახურება არ ჰქონდათ. ამის შესახებ მან ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"დღეს მე შევესწარი მის ჰიპერტონიულ კრიზსს, რომელსაც, ასევე, დაესწრო ექიმი. ის იყო შეშფოთებული, იმიტომ, რომ 170/10-ზე დაუფიქსირდა მიხეილ სააკაშვილს წნევა და რაც მთავარია, ამას ვერ გრძნობს, რადგან ნორმად იქცა ის, რომ ყოველდღე უნდა ჰქონდეს მაღალი წნევა. მე ვუთხარი — თქვენ ახლა საკმაოდ გაწითლდით, არ გრძნობთ თავს შეუძლოდ? მითხრა — "ცოტა ცუდად ვარ და თუ შესაძლებელია, გავიზომავ წნევას". ავიდა, გაიზომა წნევა და ჰქონდა მაღალი წნევა, რაც მისთვის საგანგაშოა, თვითონ ექიმებიც შეშფოთდნენ", — აღნიშნა მან.
ხერხეულიძის განცხადებით, ასეთი იყო ექსპრეზიდენტის მდგომარეობა წინა დღეებშიც. მისი თქმით, როცა ადამიანს ყოველ საღამოს მაღალი წნევა აქვს, ის აუცილებლად საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობას.
"მხოლოდ და მხოლოდ მისცეს ერთი აბი კატროპრილი და ასე დასრულდა მისი "მკურნალობის პროცესი" და თავისთავად, ეს არ არის ნორმალური. მერე შეშფოთდა ადმინისტრაცია, გამოიძახეს ექოსკოპია, ადგილზე მომსახურებით არ ჰქონდათ ეს სერვისი. რაც არ უნდა საზოგადოებას თვალებში ნაცარი ვაყაროთ და ვუთხრათ, რომ ეს არის მულტიპროფილური კლინიკა, ეს არის ტყუილი", — აღნიშნავს ის.
მან აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიზნით, ის დროულად უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.
"ადამიანს ხელი რომ მოჰკიდო და კანზე გადაუსვა, არის სულ თეთრი, იფრცქვნება ადამიანი. ნებისმიერი ნახავს, ვინც არ უნდა შეხვიდეთ, რომ მისი მდგომარეობა არ არის ნორმალური. თუ ეს ადამიანი დროზე არ გადაიყვანეს და მას არ აღმოუჩინეს დახმარება, მე არ ვიცი, იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება კრიტიკული მომენტი, უშველიან თუ არა ამას", — აღნიშნა ხერხეულიძემ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქციები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. პოლიტიოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ სააკაშვილი მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანო, ხელისუფლება უსაფრთხოების არგუმენტით უარზეა.
სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები