არჩილ თალაკვაძე

18 Nov. 2021, 02:05

გარწმუნებთ, რომ ამ რადიკალურ პოლიტიკურ ბანაკს არ მივცემთ საშუალებას, რომ საქართველო არეულობის და დესტაბილიზაციის რელსებზე გადაიყვანონ, არ მივცემთ ამის საშუალებას უბრალოდ. სხვათა შორის, ძალიან ცუდი რა არის და რისი გაშუქებაც არ ხდება — სააკაშვილის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როდესაც იცის, რომ პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს მის გამო, ის მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც, იმ საკრებულოს არჩეულ ადამიანსაც.

უფრო მარტივია, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, ვიდრე სახელმწიფო გადაეწყოს სააკაშვილის ავანტიურულ გეგმაზე. და რატომ უნდა გადაეწყოს, ეგეც გაუგებარია. ეს არის სახელმწიფო, ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია ან ნაციონალური მოძრაობა, ეს არის საქართველო და ის აღარ დაბრუნდება სააკაშვილის მართვის სტილში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…