ილიაუნისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: ილიას უნივერსიტეტი
17 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში საინჟინრო და სამშენებლო დარგების ტრანსფორმაციის ხელშეწყობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ერთობლივი კვლევების წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის გზით.
თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურისა და სამშენებლო მიმართულების პროგრამების შემუშავებისა და განვითარების, მათი პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებისა და სტუდენტების კარიერული განვითარების შესაძლებლობების გამრავალფეროვნების პროცესებში. ფაკულტეტის კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მონაწილეობით კი დარგის განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშესაწყობად კვლევები განხორციელდება.
ფოტო: ილიას უნივერსიტეტი
"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ხასიათდება მაღალი აქტიურობით საქართველოს სამშენებლო სექტორში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს ეხება ახალი სტანდარტების შემუშავებას, საკითხების აქტუალიზაციას, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის დამახასიათებელი იმ აქტუალური თემატიკის ტრანსფერს, რომელიც საქართველოში გადმოდის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შედეგად, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება. ამ ყველაფრის მონაწილე ხდება ჩვენი ინსტიტუცია, ტექნოლოგიის სკოლა, კერძოდ მისი არქიტექტურის და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები, ამ პროგრამების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. სექტორის აქტუალურ საკითხებზე ვითანამშრომლებთ ერთობლივი კვლევების მიმართულებით. ჩვენი აკადემიური კომპეტენციითა და კვალიფიკაციით ჩავერთვებით იმ პრობლემების იდენტიფიკაციაში, განხილვაში, ანალიზსა და გადაწყვეტილებებში, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება ქართული სამშენებლო, საინჟინრო ბაზრის განვითარებისთვის", — აღნიშნა დიმიტრი ჯაფარიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა.
ფოტო: ილიას უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა სტუდენტებს განვითარებასა და დამატებითი უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.
"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისთვის, ბიზნესგაერთიანებისთვის, რომელიც სამშენებლო სექტორის და მასში მომუშავე კომპანიის ინტერესებს ემსახურება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ სტრატეგიული მიმართულებაა. რასაკვირველია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, გამომდინარე სწორედ მისი ისტორიიდან და კონკრეტულად ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ამ ეტაპზე არსებული სტრატეგიული მიზნებიდან და განზრახვებიდან, რათა არქიტექტურისა და სამშენებლო მიმართულებების სტუდენტებისთვის არსებული გარემო განავითაროს და მათ შესძინოს დამატებითი უნარები, მათ შორის ისეთი საინტერესო აქტივობებით, რომლებიც შეგვიძლია სტუდენტებს ერთობლივად შევთავაზოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია დასაქმების შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს წევრებს აქვთ და ამ კუთხითაც სასარგებლო იქნება თანამშრომლობა. ასევე აღვნიშნავ იმ სამომავლო გამოწვევას, რომელიც ძალიან მალე გვექნება — ეს არის ქვეყანაში არსებული სასწავლო სქემების ადაპტირება ევროკოდებთან, როგორც სტანდარტთან, და სწავლების პროცესის ამ სტანდარტის შესაბამისად წარმართვა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად პროდუქტიული იქნება", — განაცხადა ანა საბახტარიშვილი.
ფოტო: ილიას უნივერსიტეტი
ილიას უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბალავაძემ კი აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესს დააჩქარებს.
"ტექნოლოგიების სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არქიტექტურა და სამოქალაქო ინჟინერიაა. დღეს მშენებლობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. სამწუხაროდ საქართველო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საინჟინრო სკოლის ნაწილია და ახლა მიმდინარეობს დარგის რეფორმირების მნიშვნელოვანი პროცესი. ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი საინჟინრო მიმართულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი — ევროკოდები და ტექნიკური სტანდარტები. ტექნიკური სტანდარტების ერთობლიობაში დანერგვა ცალკეული აქტორების მონდომებით ვერ მიიღწევა, არამედ საჭიროებს მათ შორის მჭიდრო კოოპერაციას, რისი მაგალითიცაა დღეს ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც გრძელვადიან თანამშრომლობას უდებს საფუძველს და მიზნად ისახავს საინჟინრო დარგის გათანამედროვების ხელშეწყობასა და მის ევროპულ სივრცესთან ინტეგრირებას", — ამბობს ვახტანგ ბალავაძე.
ასოციაციის შესახებ
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია /ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მისიაა დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.
ასოციაციამ სამშენებლო სექტორის განვითარების მიზნით 4 ძირითადი მიმართულება განსაზღვრა პრიორიტეტად:
- ადვოკატირება-ლობირება;
- განათლება, კვლევა, ადამიანური კაპიტალის განვითარება;
- კონტაქტები;
- პროფესიული მხარდაჭერა და სხვა ბენეფიტები.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია დღეისათვის აერთიანებს 54 კომპანიას, რომელთა ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ამავე დროს ასოციაცია აერთიანებს სამშენებლო მასალების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო და საპროექტო სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.
ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ჩამონათვალი ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები