მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან, ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით — კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისმა ორგანოებმა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების საკითხი. მისი მტკიცებით, ოპოზიცია ხალხს არწმუნებს, თითქოს გადაყვანის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ "მთელი უბედურება სწორედ გადაყვანის დღიდან" დაიწყება. ის ოპოენენტებს ბრალს დებს, რომ მიზნის მისაღწევად "სისხლისღვრაზეც წავლენ".
"სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება, როგორც სამედიცინო მხარე, ასევე უსაფრთხოების მხარე. ორივე მხარე არის რა თქმა უნდა, თანაბრად გასათვალისწინებელი.
რაც შეეხება უსაფრთხოების და პოლიტიკურ ნაწილს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით ეს რაღაცა სპექტაკლი და უბედურება დასრულდება და ასეთი აღქმა გაჩნდა რეალურად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. თუმცა, მე მინდა გითხრათ, რომ მთავარი მიზანი რა არის? მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება", — განაცხადა მან.
კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის "უბრალო ახირება" და ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი, რომ გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლებისთვის.
"ჩვენ ეს რისკები რა თქმა უნდა მხედველობაში უნდა მივიღოთ. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო. აქედან გამომდინარე ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის, ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ, თუნდაც ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც ასეთი გადაწყვეტილება თეორიულად შეიძლება იყოს მიღებული", — განაცხადა მან.
ნაციონალურმა მოძრაობამ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, იქ აქციას არ გამართავს. ნიკა მელიამ მთავრობას შესთავაზა სპეციალური ჯგუფის შექმნა სააკაშვილის ტრანსპორტირების განსახილველად, რომელშიც სხვადასხვა პირი, მათ შორის სახალხო დამცველი და პირადი ექიმი ჩაერთვება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები