ბიზნესის კორუფციის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა
ფოტო: Daily Express
ორგანიზაცია Trace International-მა ბიზნეს კორუფციის რისკი მსოფლიოს 194 ქვეყანაში შეაფასა და 100-ქულიანი სისტემით საქართველოს 26 ქულა მიანიჭა, რის შედეგადაც ქვეყანამ 29-ე ადგილი დაიკავა. 2020 წელთან შედარებით საქართველოსთვის ეს ერთი პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია, რადგან გასულ წელს ქვეყანა 194 სახელმწიფოს შორის 25 ქულით 28-ე ადგილს იკავებდა.
IDFI-ის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს დააფიქსირა, როცა ქვეყანამ 200 სახელმწიფოს შორის 23 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა.
თუ ბოლო პერიოდის მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს.
როგორც Trace International-ის რეიტინგი აჩვენებს, ბიზნესის კორუფციის რისკის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაშია — შესაბამისად, ქვეყანა ორი ქულით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ბიზნესის კორუფციის ყველაზე მაღალი რისკი კი გამოვლინდა ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც რეიტინგში 94 ქულით ბოლო — 194-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს.
Trace International-ის 2021 წლის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის მქონე ქვეყნების ხუთეულში შედის:
- დანია — 2 ქულა;
- ნორვეგია — 5 ქულა;
- შვედეთი — 7 ქულა;
- ფინეთი — 7 ქულა;
- ახალი ზელანდია — 8 ქულა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ დაიმსახურა და 31 ქულით 39-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე მაღალი რისკი კი ბელარუსში დაფიქსირდა, რომელმაც 58 ქულით 144-ე ადგილი დაიმსახურა.
Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის რეიტინს ოთხი მაჩვენებლის მიხედვით ითვლს: კორუფციული შესაძლებლობა, კორუფციული რისკების აღკვეთა, გამჭვირვალობა და ზედამხედველობა.
განხილული მიმართულებებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ კორუფციის შესაძლებლობაში (19 ქულა) მიიღო. კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ შეფასდა და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა კორუფციული რისკების აღკვეთაში (38 ქულა). რაც შეეხება გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას, აღნიშნულ მიმართულებებში საქართველომ, შესაბამისად, 28 და 29 ქულები აიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები