ბენჯამინ ფრიკი: საქართველო კვლავ ძალიან გაურკვეველ ადგილზე იმყოფება
ფოტო: Tatum Vayavananda
ვაშინგტონის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში (IWP), ამავე ასპირანტურის კურსდამთავრებულმა ბენჯამინ ფრიკმა წაიკითხა ლექცია სათაურით: "საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე - გაურკვეველი მომავალი". ბენჯამინ ფრიკი, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული პროგრამის მეცნიერი თანამშრომელია და ამჟამად, ამ ორგანიზაციის თბილისის ოფისში მუშაობს.
ლექციის თემა: რას მიაღწია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საქართველომ, რა ვერ შეძლო, რომელ გზაჯვარედინზე იმყოფება და არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში როგორი არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ბენჯამინ ფრიკი:
"საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ ის კვლავ ძალიან გაურკვეველ ადგილზე იმყოფება. გასულ წლებში, საქართველომ დიდი ცვლილებების გზა გამოიარა და ახლა იმ ისტორიული მონაკვეთის მიმოხილვა მინდა შემოგთავაზოთ, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა"
ბენჯამინ ფრიკმა მიმოიხილა რეგიონის პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში გამორჩეული ადგილი უკავია.
"საქართველო რეგიონში თავისთავად ერთადერთი ადგილია, რომელმაც დასავლეთისთვის, ევროპისთვის კარი პოლიტიკურად გახსნა და ევროკავშირში გაერთიანებას აქტიურად ესწრაფვის. ის ამას უვიზო მიმოსვლის, სავაჭრო და განვითარების შეთანხმებების მეშვეობით აკეთებს, თუმცა ისეთ გეოგრაფიულ ადგილზეა, რომ რეგიონის პოლიტიკური ასპექტების გამო, საქართველოსთვის ამის განხორციელება საკმაოდ რთულია."
ფრიკმა თქვა, რომ ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განვითარების საკუთარი გზა გაიარა, საქართველოში გატარებული რეფორმები კი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა მოსახლეობისთვის ზოგიერთი რეფორმა საკმაოდ მტკივნეული იყო. მისი აზრით, საქართველო, თავისი არსებით ევროპული ქვეყანაა:
"შეერთებულმა შტატებმა და ასევე ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ სწორი საგარეო პოლიტიკა და ხაზგასმით აღნიშნონ, რომ საქართველო უნდა გახდეს ებრაულ-ქრისტიანული დასავლური საზოგადოების წევრი და ამ საზოგადოებაში დარჩეს. როდესაც საქართველოში იმყოფები, გრძნობ, რომ ის თავისი არსებით ევროპული ქვეყანაა, მას ბევრი სხვადასხვა დამახასიათებელი თვისება აქვს, მაგრამ ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა სურს.
საქართველო, ეკონომიკური თუ სხვა ბერკეტების ზემოქმედების შედეგად, მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში თუ მოექცევა, მომავლის პერსპექტივაში ჩვენ ამით საკუთარ თავს ვავნებთ...
...რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე აისახება და სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიები მომავლისთვის დაიკარგება. არ ვიცი, ქართველები ამას როგორ ხედავენ, მაგრამ დასავლეთის ან შეერთებული შტატების მხარდაჭერით სამხედრო ძალის ჩარევა, მეტი ალბათობით არ მოხდება, საამისო ნება უბრალოდ არ არსებობს.”
მკვლევარი ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, საქართველოს მთავრობა ე.წ. "მაგნიტის თეორიის" გამოყენებით მოქმედებს
"საქართველოს პრეტენზია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მის განუყოფელ ნაწილად რჩება, გადაჭრით უარყოფილი იქნება და მეტი ალბათობით, ეს ტერიტორიები მომავალში საქართველოს არ დაუბრუნდება, რადგან რუსეთის იქ ყოფნა სულ უფრო მასშტაბური ხდება. საქართველოს კი სამხედრო ძალა არ გააჩნია და სამხედრო ძალის გამოყენებით რამის გაკეთება გონივრულიც არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობის იმედი და მიდგომაც ე.წ. "მაგნიტის თეორიას" ემყარება. იმ თეორიას, რომელიც გერმანიამ "ცივი ომის" დროს გამოიყენა. როცა გერმანია გაყოფილი იყო, მათ კეთილდღეობა შექმნეს, შექმნეს ურთიერთდამოკიდებულებები და ამან კი ჩამოცილებული ტერიტორიები, ასე ვთქვათ, დედასამშობლოსკენ მიიზიდა. მე ვერ ვხედავ, რომ ახლა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ამ გზით წინსვლის საშუალებას იძლეოდეს.”
ბენჯამინ ფრიკს მიაჩნია, რომ საქართველოს სურვილის მიუხედავად, ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაერთიანება ამჟამად არ მოხდება:
"ქართველებს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცედ სჯერათ. ჩემი გულწრფელი აზრია, რომ ამჟამად საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში შესვლა არარეალისტურია. ამის მიზეზი ნაწილობრივ გაჭიანურებული კონფლიქტებიცაა. გადაუჭრელი შინაური კონფლიქტებით და პრობლემებით ნატოს წევრი ვერავინ გახდება...
...თუმცა საქართველომ ევროპაში ვიზების გარეშე მიმოსვლის უფლებას მიაღწია. როდესაც თბილისში, ევროპის დროშის ფერებში მორთული "მშვიდობის ხიდი" დავინახე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიგრძენი, რომ ეს რაღაც თვალისახვევის კამპანიაც იყო, რადგან დიახ, მათ შეუძლიათ ევროპაში წავიდნენ და თავისუფლად იმოგზაურონ, თუმცა რამე თუ მოხდება, არსებობს პირობა, რომლის მიხედვითაც უვიზო მიმოსვლის წესი ადვილად გაუქმდება.”
ლექციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძეც ესწრებოდა, რომელიც ნატოში გაწევრიანების შესახებ ფრიკის მოსაზრებას არ დაეთანხმა და თქვა, რომ ორგანიზაციაში მიღება, არსებული ტერიტორიული პრობლემების პირობებშიც მომხდარა.
დავით სიხარულიძე: რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაერთიანებას. დიახ, მართალია, რომ საქართველოს ორი ტერიტორია რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუმცა საქართველოს ნატოსთან დაკავშირებულ მომავლის მიმართ ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ჩვენს ისტორიაში გვქონდა ვითარება, როცა ქვეყნის ნატოში მისაღებად, ოკუპირებული ტერიტორიის მიუხედავად, დიპლომატიური ან პოლიტიკური ფორმულა იქნა გამოყენებული, მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ახლა იგივე ვითარება არ არის, მაგრამ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გარკვეული ფორმულის შემუშავება შესაძლებელია, თუნდაც საქართველოს ალიანსში მიღება შეთანხმების მეხუთე მუხლის დროებით გამოკლებით.
ლექციის დასასრულს, კითხვა-პასუხის სესიაზე, საქართველოსთან მიმართებით უსაფრთხოების და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც გაჟღერდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები