სარჯველაძე: ბორელს რომ მიმართა 23-მა ევროპარლამენტარმა, ეს ნიშნავს, რომ დაწესდება სანქციები? არ იქნება ასე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ის, რომ ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის გამო სანქციების დაწესებაზე სერიოზულად მსჯელობისკენ მოუწოდეს, არ ნიშნავს, რომ სანქციები მართლა დაწესდება. მისი თქმით, 23 განმცხადებელი არ არის საკმარისი წინაპირობა იმისთვის, რომ ვიფიქროთ, მთელი ევროპა ამ აზრზეა.
"და ახლა ფიქრობთ, რომ ბორელს რომ მიმართა რამდენიმე, რამდენი ბრძანეთ? 23-მა ევროპარლამენტარმა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გამოყენებული იქნება ეს სანქციები? არ იქნება ასე. ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანების არის, ვინც ფიქრობს ასე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაშვებული აქვს ისეთი შეცდომები, რის გამოც შეიძლება თანამდებობის პირების მიმართ გამოყენებული იქნას სანქციები.
მე ასე არ ვფიქრობ და როგორც ჩანს, არ ფიქრობენ ასე სხვა ევროპარლამენტარები. თუ გგონიათ, რომ... 23 ბრძანეთ, ხომ? 23 განმცხადებლის გამო მთელი ევროპა ასე ფიქრობს, მე მგონი, რომ საკმარისი წინაპირობა ნამდვილად არ გაქვთ" — განაცხადა სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
მისი მტკიცებით, ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული და "ცოტა მიკერძოებით ნაკვებია", რაც შეცდომაში შემყვანი შეიძლება აღმოჩნდეს. მისი აზრით, არადამიანურ მოპყრობაზე განცხადებები ნაადრევია და ეს სწორი მსჯელობა არ არის.
"ასეთ რამეს მივაქციოთ ყურადღება: ჩვენც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, საღი ლოგიკით გავარჩიოთ ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს სანქციის მიზეზი, მიზანი, საფუძველი და გავარჩიოთ, რა შეიძლება მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში, აი, საკმარისი საფუძველი ვინმეს თუ აქვს იმისთვის, რომ [სანქციები] გამოიყენოს", — აცხადებს სარჯველაძე.
23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც ექსპრეზიდენტის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა დაუშვა.
წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დაეგზავნა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები