"დამაკავეს ქვეყანაში, რომელსაც ვმართავდი, აი, რატომ მინდა ბაიდენმა ხმა ამოიღოს" — სააკაშვილის წერილი აშშ-ს პრეზიდენტს
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
გამოცემა POLITICO აქვეყნებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს, რომლითაც იგი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართავს და სთხოვს, ღიად დააფიქსიროს პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გამოცემის ინფორმაციით, მათ სააკაშვილის წერილი მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების შუამავლობით მიიღეს. წერილში სააკაშვილი საუბრობს დემოკრატიის საფრთხეებზე, რომელიც საქართველოში, მისი მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ შექმნა.
"ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ს მხარდაჭერის გამოსახატად რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრისა და ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ. "ჩვენ, შეერთებული შტატები, თქვენ გვერდით ვდგავართ უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს შექმნის გზაზე" — დაგვპირდა ბაიდენი. მან მოუწოდა ჩემს ადმინისტრაციას გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად მონაწილეობითი დემოკრატიის შექმნისკენ.
დღეს მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, თავისი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერაში, რომელსაც საფრთხე ემუქრება. ბაიდენის მიზნიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიამ აჯობოს ავტორიტარიზმს, იმედი მაქვს, ის საქართველოს ხელისუფლებას დააკისრებს პასუხისმგებლობას, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ", — წერს სააკაშვილი.
ვრცელ წერილში, მიხეილ სააკაშვილი საუბრობს 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მისი და მისი პარტიის მიერ გატარებულ რეფორმებზე, იმაზე, თუ როგორ გადასცა ხელისუფლება მშვიდობიანად ქართულ ოცნებას და როგორ გადაიქცა ის ანტიდემოკრატიულ რეჟიმად.
"დემოკრატიული პროცესების შედეგად ძალაუფლების მიღების შემდეგე, ივანიშვილის მთავრობა სწრაფად გადაიქცა ანტიდემოკრატიულად. დღეს, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლოს, სამართალდამცავი უწყებებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩათვლით, ემსახურება მმართველი პარტიის მცირე ჯგუფის ინტერესებს კანონის უზენაესობის ხარჯზე.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა დაშინების ადა სხვა არადემოკრატიული ტაქტიკების გამოყენებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ივლისში, ანტი-ლგბტ დემონსტრანტები მიზანმიმართულად დაუპირისპირდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, აიძულებდნენ პრაიდის მარშის გაუქმებას, რაც, საბოლოოდ, ოპერატორის გარდაცვალებით დასრულდა. აქტივისტები საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ თემისა და ჟურნალისტების მიმართ მუქარაში ადანაშაულებენ", — წერს სააკაშვილი.
გარდა საშინაო პოლიტიკისა, სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს რეგიონულ როლზე და აცხადებს, რომ NATO-სთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების ხარჯზე, ქართული ოცნება რუსეთთან დაახლოებას ცდილობს.
"მთავრობამ, ფაქტობრივად, შეაჩერა NATO-ში გაწევრიანებისკენ სვლის ნებისმიერი მცდელობა. მაშინ, როცა ქართველმა ხალხმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამის მომხრეა. სამაგიეროდ, საქართველო "ეთამაშება" რუსეთსა და ირანთან "რეგიონულ თანამშრომლობას", რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში დასავლური გავლენის ამოძირკვა. აი, რატომ უნდა წუხდეს ბაიდენის ადმინისტრაცია: 2009 წელს, როდესაც ის ჩვენ გვეწვია, საქართველო იყო საიმედო მოკავშირე გამოწვევებით სავსე რეგიონში. დღეს, ქართული ოცნება ამტკიცებს ქვეყნის ბედს, როგორც რუსეთის კლიენტ-სახელმწიფოს", — აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, იცოდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავებდნენ თუმცა, წერილში რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები და განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია.
იგი მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას ღიად დაგმოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირისგამომთხრელი საქმიანობის გამო. ასევე, მოუწოდებს აშშ-ს კონგრესს, განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე სანქციების დაწესების საკითხი საერთაშორისო მაგნიცკის აქტის შესაბამისად. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის დემოკრატიის მომავალ სამიტზე მიწვევის შესახებ. მისი შეფასებით, ეს მიწვევა აგზავნის არასწორ სიგნალს და საქართველოს ანტიდემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციის საფრთხეს შეიცავს.
19 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტს.
სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და შიმშილობის მერე ადეკვატური მკურნალობა დაავალა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები